პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
“ყველაზე საშინელი გრძნობა ნეგატიურ გრძნობათა შორის ალბათ იმედგაცრუებაა.
არსებობს მარტივი გზა ამის თავიდან აცილების – არავის იმედი არ უნდა გქონდეს საკუთარი თავის გარდა და მე ეს დიდი ხნის წინ გავიგე და ასეც ვცხოვრობ.
ვაფასებ ყველა ადამიანს თავისი სიკეთით, ვაფასებ სასწაულებს და მადლობელი ვარ ყველასი, მაგრამ იმედი მხოლოდ საკუთარი თავის უნდა გქონდეს – ეს არის სწორი და თუ ხანდახან სასწაულებით თავბრუდახვეულს სენტიმენტები გადაგძალავს და საკუთარი თავის გარდა კიდევ ვიღაცის თუ რაღაცის იმედი გაგიჩნდება, მერე კისერს რომ წაიმტვრევ, იცოდე რომ ეს მხოლოდ შენი ბრალია და მეტი არავის და არაფრის
იყავი ძლიერი მაშინაც კი, როცა გამოსავალს ვერ ხედავ, დარჩი მადლობელი ყველასი და ყველაფრის, ოღონდ ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს.”
კომენტარები