მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი, პაატა ქურდაძე:
“დუღს სრულიად ქართული ფ-ბუქი! აზიმუტის პირველ საპატიო მგზავრს, ვინმე კვარაცხელიას უთქვამს, ვსიო! ქართველი ხალხის ტანჯვას ბოლო მოეღო ამ რეისის აღდგენითო.. თუ რაღაც ასეთი…
ცუდად არ გამიგოთ, ზოგადად არ ვარ შურიანი კაცი, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვა, ცოტათი მაინც შემშურდა რუსეთში მცხოვრები ქართველების.. განსაკუთრებით მოსკოველების… რამე კი არა.. უფალმა ქართველები სულ ბიზნესკლასით გვემგზავროს…“ჩასაბარებლადაც” კი!.. სულ ზერნისტი იკრა-შამპანურებით, “სემ სოროკით” და ბოლშოის ბალერინებით… არ გვეკუთნის თუ რა!…
უბრალოდ, უცებ გამახსენდა, რომ აგერ 33 წელია ხან საიდან დავფრინავ პარიზსა და თბილისს შორის ხან საიდან.. ისტამბული, ამსტერდამი, მიუნხენი, კიევი, პრაღა, ვილნიუსი, ფრანკფურტი, ვარშავა, ხანდახან ორჯერ გადაჯდომითაც კი… რამდენჯერ თითმფრინავს დაუგვიანია და ღამე საშინელ ხმელ სკამებზე გაწოლილს გამითენებია!.. წლების განმავლობაში ვიზაც მჭირდებოდა საქართველოში შემოსასვლელად… ეს მფრინავი მარშუტკა აირზენაც პირდაპირ რეისს ხან დანიშნავდა, ხან წლობით აუქმებდა… თან ყოველთვის ოთუსბირი ღირდა და ღირს ..
აი… გულზე ხელი მიდევს და ისე გეფიცებით: არასდროს არავის მე არ შევცოდებივარ!.. არც ერთხელ! არავის უთქვამს, “ეს უცხოტომელებში გადახვეწილი საფრანგეთში მოღვაწე” ჩვენი საწყალი თანამემამულე, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი პაატა როგორ იტანჯებაო!… არც მე დამიყვედრებია ვინმესთვის.. აზრადაც არ მომსვლია..
ესენი კი ორი წელია ერევნიდან დაფრინავენ და ნახევარი საქართველო მათ აუტანელ, ჯოჯოხეთურ დისკომფორტზე მოსთქვამს!.. გეგონება სომხები მათრახებით სცემდნენ ტრანზიტულ მგზავრებს..
მივქარე რა…1991–ში როდესაც მოსკოვიდან გავფრინდი პარიზში, ჯობდა იქვე დავრჩენილიყავი, სადმე შერემეტიევოს რომანტიკულ მიდამოებში…უფრო დაფასებული ვიქნებოდი დღეს ამხ. კვარაცხელიასავით.. მაგრამ ახლგაზრდა ვიყავი, სად მქონდა ჭკუა! “გოლოს ამერიკის” პროპაგანდით ვიყავი მოწამლული.. მეგონა ევროპებში შოკოლადის მდინარეები მოედინებოდა და ზედ კარამელის ვარდისფერი ნავები დაცურავდნენ, როგორც ტიმ ბარტონის – ჩარლის შოკოლადის ქარხანაში “
კომენტარები