უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მიმართვა უკრაინელ ხალხს :
ძვირფასო უკრაინელებო, ომის ეს პერიოდი, რომელიც 8 წლის წინ რუსეთის ყირიმზე თავდასხმით დაიწყო, ისტორიაში შევა, როგორც “გაუტეხლობის თვე”. უკრაინის არმიამ და უკრაინელმა ხალხმა, გაუძლო დარტყმას, რომელსაც შეეძლო ბევრის განადგურება, მაგრამ არა ჩვენი. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენ ჯარისკაცს, ყველა მოქალაქეს, ვინც თავის ადგილზე დგას და ქვეყნის სიცოცხლისთვის მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ უკრაინა ჩვენთვის ყველაზე მაღლა დგას. არავის მივცემთ უფლებას წაგვართვას ის სახელმწიფო, რომელზეც ვოცნებობდით, ვიბრძოდით და ვკვდებოდით.
გმირმა მარიუპოლმა, დაუმარცხებელმა ხარკოვმა, მამაცმა ჩერნიგოვმა და ბევრმა სხვა ქალაქმა და სოფელმა აჩვენა, რომ რუსი ოკუპანტები ჩვენი მიწის ბატონები ვერ გახდებიან
კომენტარები