უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი:
ბრიუსელის კომფორტული სავარძლიდან მშვიდობას ვერ დაამყარებ. მაშინაც კი, თუ ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას არ აქვს მანდატი ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებისა, ჩვენ არ შეგვიძლია, დავსხდეთ და დაველოდოთ ომის სასწაულებრივად დასრულებას. ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ეს არის ჩვენი სამშვიდობო მისია. ჩვენთვის, უნგრელებისთვის მნიშნელოვანია, რომ შევახსენოთ საკუთარ თავს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა, რომელსაც ბრიუსელში როტაციული თავმჯდომარეობას უწოდებენ , რადგან მანდატს ერთი წლის განმავლობაში ფლობ, არ გაძლევს უფლებას, აწარმოო მოლაპარაკებები ევროკავშირის სახელით. ამიტომ, მოლაპარაკებების ფორმატს შეიძლება ჰგავდეს, რადგან ჩვენ ვსხედვართ მაგიდასთან და ვმსჯელობთ საკითხებზე, მაგრამ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ამიტომ, არ სჭირდება მანდატი, მე კონკეტულად არავის წარმოვადგენ. მე ვაკეთებ ერთ რამეს – მე დავდივარ ადგილებში, სადაც არსებობს ომის საფრთხე ან არის ომი, რომელსაც აქვს უარყოფითი შედეგები ევროპასა და უნგრეთზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომენტარები