პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია დაბა ხარაგაულში ვიზიტისას, ამბობს:
,,ახლა მთავარი არის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ და ისეთი არჩევანი გავაკეთოთ – ამ ქვეყანაში ლანძღვა, გინება, ჭორაობა, დავიდარაბა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. როგორ შეიძლება ყველა არჩევნებზე აი ასე ერთმანეთი ვლანძღოთ ქართველებმა, რაღაცა ღირსება ხომ უნდა იყოს? – არ შეიძლება!
მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი თუ იყო და ცუდი რაც იყო – ჩემი ნაწილია ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ასე წარსულზე…ჩემთვის ეს მიუღებელია! ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი.
არავის წინააღმდეგ არა ვართ, არავის არ ვეომებით. ჩვენ გვაინტერესებს ქვეყანა როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლაა. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის გარეშე ეს ქაოსი უნდა დავასრულოთ, ამ ქაოსიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ და ამ ქვეყნიდან გაქცევა კი არა, დარჩენა უნდოდეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ძალიან სწრაფად.უბრალოდ გვჭირდება ერთიანობა, კეთილსინდისიერება, არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი და საქმეს უნდა მივხედოთ და გამოვა ყველაფერი
ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ბოლოს წლების განმავლობაში, ოცნებაში ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანი დავტოვეთ… მაგრამ ეს მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, და სამწუხაროდ მეც იმიტომ წამოვედი იქედან, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წელიწადი – წელიწადნახევარი, ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ახლაც როგორც იქცევიან ესეც ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. ამიტომ ჯერ ერთი უნდა დავამარცხოთ და მერე მეორეს მივხედოთ.”
კომენტარები