რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქციებს აანონსებს. ოჯახი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზაზას გათავისუფლების შანსი უკვე მეორედ გაუშვა – როცა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირები ისევ არ დააკავა და გაუშვა, ნაცვლად იმისა, რომ გაცვლა მოეთხოვა.
გახელაძის ოჯახს პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა სურს.
აქ არავინ არ ფიქრობს, არც ჩემ ოჯახზე და არც ჩემ . არავის აინტერესებს ჩვენ რა დღეში ვართ. აქამდე რომ მეგონა, მუშაობდნენ და მართლა ვიღაცას ვედარდებოდით, დავრწმუნდი, რომ ჩვენ არავის ვედარდებით, ჩვენზე არავინ ფიქრობს. ეს შეზღუდვები რომ გაივლის, ჩვენ აღარ გავჩერდებით. ვფიქრობთ, რომ შევხვდეთ ღარიბაშვილსაც და აქციებს აუცილებლად გავაკეთებთ”,-ამბობს ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტრი.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები მონიტორინგისთვის გუშინ, 2 მაისს საღამოს შევიდნენ. დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი სამხედროების მანქანით ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 პირი გადმოვიდა, პოლიციამ ისინი უბრალოდ უკან გააბრუნა.
კომენტარები