“ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:
“ნატოს წევრობის ფასი 2008 წლის ომით გადახდილი გვექნებოდა, ჩვენ თვითონვე რომ არ დაგვეყენებინა კითხვის ნიშნის ქვეშ 2008 წლის ომის ლეგიტიმურობა ზღვარგადასული ბოდვებით, თუ ვინ დაიწყო ომი და ვისმა ტანკებმა შეასწრო სტრატეგიულ სიმაღლეებზე – და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომ ამას ტალიავინებთან და ევროპელებთან და ჰილარი კლინტონებთან სინქრონში ვბოდავდით – მათი მოტივი საუკეთესო შემთხვევაში ჭეშმარიტების დადგენა იყო- რეალურად, კომფორტული მშვიდობის შენარჩუნება ისეთ ზონაში, სადაც ბალანსის ცვლილება მშვიდობიანი გზით შეუძლებელია – დროის გაწელვა არსებული ვითარებისა და აღებ-მიცემობის წესრიგის შესანარჩუნებლად. ჩვენ კი მოტივად თვითგადარჩენის ინსტინქტი უნდა გვქონოდა, რასაც უნდა ეკარნახა, რომ მომწიფდება სამყაროში ცვლილებების დრო და ჩვენი ჯიუტი შეურიგებლობა ეროვნული ინტერესების დათმობასთან გახდებოდა რეალური და ხელშესახები არგუმენტი ყველა ოთახში ყველა დონეზე ყველა საერთაშორისო შეხვედრისას, სადაც საქართველოს მომავლის საკითხი იქნებოდა განხილული.
სამწუხაროდ არაფერი მსგავსით ხელისუფლება დაკავებული არაა და დაკავებულია ყველაფერი უმსგავსით.
მე საერთოდ ვერც კი ვხვდები, რაღაა გასარკვევი?! – ხელისუფლების ცვლილებისთვის მიზეზიც კი აღარაა საჭირო, თარიღია უბრალოდ გამოსაცხადებელი და ეგეც გამოცხადებულია, 2024 წლის შემოდგომა – მანამდე ყოველდღიურ რეჟიმში რომ არავითარი რევოლუცია არ ხდება, 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ აშკარაა, რომ ეს არის საზოგადოების კეთილი ნება, და არა უილაჯობა და არავის ვურჩევდი ამის გადამოწმებას, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არავინ დამიჯერებს“
კომენტარები