ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, პატიმრის სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია წყვეტს, ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში კი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სააკაშვილის მკურნალობა ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.
„როდესაც ამას ამბობს ადმინისტრაცია, ის ამაზე პასუხისმგებელია. აქედან გამომდინარე, არანაირი მოტივაცია არ შეიძლება არსებობდეს ეჭვი შევიტანოთ ამაში, იმიტომ, რომ უკვე მერამდენე დღეა სააკაშვილის ექიმები იქნებიან, თუ მისი გარემოცვა, ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და თუ არ გადაიყვანენ [კლინიკაში], მისი სიცოცხლე საფრთხეშია. რა თქმა უნდა, არავის ვუსურვებ სიკვდილს და არც სააკაშვილს, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი ამდენი დღის განმავლობაში კვდებოდეს? ესე იგი საქმე გვაქვს სიმულაციასთან“, – აცხადებს კაკაბაძე.
კომენტარები