რეჟისორი ამირან ამირანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე რომ უფლება მქონდეს მივიღებდი შემდეგ კანონებს:
- დეპუტატობიდან გაწვევის
- დეპუტატებს მოვუხსნიდი იმუნიტეტს
- არავითარი დეპუტატების პენსია – დაამთავრე დეპუტატობა, დავაი სახლში
- ჩამოვართმევდი იარაღის ტარების უფლებას. თუ დეპუტატობისას ისე მიქარული გაქ რო ხალხის გეშინია, მაინც მოსაკლავი ყოფილხარ
- არავითარი ბენზინი და მანქანები – იყოს საერთო „გარაჟი“ და საჭიროების მიხედვით გამოიძახონ და გამოიყენონ.
- არავითარი პრემია, დანამატები და დის ტრაკები – ხელფასი და ვსიო.
7.დეპუტატის ხელფასი უნდა შეადგენდეს ცხოვრების მინიმუმის 5 ჯერად თანხას.
- არავითარი დაფინანსება პარტიებს – რო ბღავიან მილიონი კაცი გვყავს და გაგვიყალბესო, თითომ თითო ლარი ჩაურიცხოს თვეში და ექნება 12 მილიონი წელიწადში – ჩვენ ფულს თავი დაანებონ.
- სხდომების გაცდენაზე ჯარიმა – თუ ძალიან გაუბერა და ფეხებზე დაიკიდა – მანდატის ჩამორთმევა.
- არავითარი პრივილეგია – ისედაც კარგათ ხართ – ხალხი მთელი დღე სიცხე სიცივეში 10 ლარად ბაზარში მუშაობს. აი ყოველივე ამის შემდეგ რო დეპუტატობა მოუნდება, ის კაცი გამოადგება ქვეყანას.
მეწველი ძროხა არ გახადეს ეს ქვეყანა იბი… მა… დაჟე შვილები მოყავთ უკვე და ასწავლიან მუქთა ლუკმა როგორ ჭამონ.
ხო კიდე ….
ხალხსაც უნდა ქონდეს მოვალეობა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. შენ ვალდებული ხარ, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და ქვეყნის აშენება, ჩამოყალიბებაში. უარს აცხადებ? შენთვის გინდა იყო? კი ბატონო.
1, არავითარი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან ფორსმაჟორის შემთხვევაში ( პანდემია, წყალდიდობა, მიწისძვრა – იგივე თუნდაც ეხლა 4 თვე რო გაზი, შუქი არ უნდა გადაიხადო – ყველაფერი კაპიკ კაპიკ უნდა გადაიხადო)
- არავითარი სახელმწიფი სამედიცინო დაზღვევა – შენით იმკურნალებ.
- სამსახური დაკარგე პანდემიისას – ამ ჩემ ფეხებსო – სახელმწიფომ
- ბიზნესი ჩაგივარდა და ბანკის ვალები გაქ – ამ ჩემ ფეხებსო.
- საბავშვო ბაღში ფული გადაიხადეო.
- სკოლაში ბავშვის სწავლის ფულიც გადაიხადეო
- არავითარი პენსიონერის მიერ ტრანსპორტში ნახევარი გადასახდელიო – კაპიკ კაპიკ მოიტანო
8 არავითარი სახელმწიფო სიბერის პენსიაო.
აი ასე ძმებო და დებო. მიმიციას მომცია უნდა. აბა მერე ვნახოთ აშენდება ეს ქვეყანა თუ არა.
ერთი კაი აზრიც მომივიდა – გმირები რო გვყვანან ქვეყანაში – „კაშეი ბესმერტნი“ რო გონიათ თავი და პირბადეს არ გავიკეთებო – „ტელნიაშკას“ რო იხევენ ტანზე. კი ბატონო – არავითარი ჯარიმა -ამოიწეროს პატრულმა მისი პირადობის ნომერი, მოაწერინოს ოქმზე ხელი და თუ ავად გახდება, სახელმწიფო არ იქნება ვალდებული უფასოდ უმკურნალოს.
თავისი „მაყუთი“ უნდა დადოს. აბა ვნახოთ ერთი გაიკეთებენ თუ არა, მგონი ორ-ორი მასკა ატარონ.
სხვანაირად არ გამოვა ხალხო – დემოკრატია თქვენ ლობიოს ჭამა ხო არ გგონიათ?
ეხ! რათ არა ვარ მეფე გიორგი…..”
კომენტარები