არჩევნებამდე ვრცელდებოდა ტყუილები და დეზინფორმაცია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე რუსეთის მთავრობის მიერ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში, ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებთან, ნიკა გვარამიასა და თინა ბოკუჩავასთან და ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მე აქ ვიმყოფები არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობარი, არამედ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრიც და ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებს, გვინახავს არაერთი მანიპულაცია და მანიპულაციის მეთოდი არჩევნებში. რა თქმა უნდა, თქვენ გინახავთ ეუთოსა და ევროკავშირის ანგარიშები და იცით, რომ ჩვენი აზრით, ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად. ჩვენ ასევე ვნახეთ, რა ხდებოდა არჩევნებამდე. ის ტყუილები, დეზინფორმაცია და ა.შ, რომელიც ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე რუსეთის მთავრობის მიერ, რათა მოატყუონ ქართველი მოქალაქეები. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოქალაქეები პროდასავლურად არიან განწყობილი, პროევროპულად. თუმცა, ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ევროკავშირისათვის ხმის მიცემა ავტომატურად ნიშნავს “გლობალური ომის პარტიისათვის” ხმის მიცემას. ჩვენთვის შეიძლება ეს ძალიან სულელურად ჟღერდეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც სჯერათ ამის და ეს ინფორმაცია ვრცელდება ამ ადამიანების მხრიდან. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი ავტორი ამ შეთქმულების თეორიის”(მთავარი არხი)
კომენტარები