ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცაცების საქმე, შესაძლოა, არჩევნებს უკავშირდებოდეს.
ბორძიკაშვილი ფიქრობს, რომ ხელსუფლება საქმეზე დაკავებული 4 პანკისელის სანაცვლოდ ხმების მოპოვებას შეეცდება.
როგორც ირკვევა, დაკავებულთაგან ერთი, ბაქარ ფარეულიძე, პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა.
ბიზნესმენი ფარეული ღიად ამბობს, რომ “ოცნების” მხარდამჭერი არ არის და შესაძლოა, მართველი გუნდი მას დაკავებული ძმის თავისუფლებით ევაჭროს.
“არჩევნები ახლოვდება, ფარეულიძისნაირი ადამიანი სჭირდებათ მხარდასაჭერად და გატაცება შეიძლება ამისთვის გამოიყენეს. ბიზნესმენი და გავლენიანი პირია და აქვს ისეთი შესაძლებლობები, რაც მთავრობას დააინტერესებს. ვფიქრობ, რომ გატაცების ერთადერთი მთავარი მიზეზი ეს არის”, – ამბობს სულხან ბორძიკაშვილი.
თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს ფარეულიძის ძმასთან ერთად მისი პირადი მძღოლიც დაკავებულია. სხვა დაკავებულებიც ბიზნესმენის გარემოცვის წევრები არიან.
გარდა პოლიტიკური მოტოვისა, ხეობაში ასახელებენ გატაცების კიდევ ერთ ვერსიას – ადგილობრივები ჩაშლილ გარიგებაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება ავტომობილების ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება.
დაკევებულთა ახლობლები ამბობენ, რომ ბრალდებული ბიზნესმენებისგან 150 000 დოლარის ავტომობილები იყიდეს თუმცა არ მიუღიათ, რის გარკვევასაც შეეცადნენ”.
დაკავებულების ოჯახუის წევრები შესაძლო დაპირისპირებას არ გამორიცხავენ, თუმცა გატაცებას კატეგორიულად უარყოფენ.
ცნობილია, რომ ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა და ბეისბოლის 3 ხელკეტი ამოიღო.
დაკავებულებს ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.
ნიუპოსტი
კომენტარები