აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ამერიკელმა ხალხმა არჩევანი მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გააკეთა. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს.
საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.
გთავაზობთ ინტერაქციულ და მუდმივად განახლებად ინფოგრაფიკას, რომელიც “ამერიკის ხმის” ქართულმა რედაქციამ მოამზადა და სხვადასხვა შტატში ტრამპისა და ბაიდენის მხარდაჭერას ასახავს.
კომენტარები