ბოდბელი ეპისკოპოსი სიღნაღის თამარ მეფის ეკლესიაში ქადაგებისას ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრა:
„ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ, ბევრჯერ გავაფრთხილეთ, თავი დაგვანებონ, ნუ გვაიძულებენ, რომ მართლა მხარე გავხდეთ. თორემ გადავხედოთ, როცა მართლა მხარეს ვიჭერთ, ვინც ბევრს ლაპარაკობს, იმისთვის სასიკეთოდ არ მთავრდება.
არაფერში არ ვერევით, ყველა მხარე საქართველოს შვილია. როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება. არ ვაპირებთ და ნუ გვაიძულებენ, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ.
ჩვენი მიწები ისევ ჩვენთან არის, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ასე წაართვეს მიწები. ჩვენზე წარამარა, ხან შავი ჯიპებიო, ხან 25 მილიონიო, გადით რამდენი პლაკატი აქვთ, თითო 10 ათასი ლარი მაინც ღირს.
მე პირადად, ნეიტრალურ პოზიციაზე, ვარ. რასაც ვუყურებ ასე მირჩევია. თუ იყო მერე, ალბათ იქნება ვადამდელი არჩევნები, იქ უკვე დავაფიქსირებ. საიდან ვშოულობთ ფულს, ჩვენ ჯიბეში კი არ ვიდებთ. 25 მილიონს, სკოლებში ვიხდით. ჩატარდეს არჩევნები და დავიწყებთ პარაკლისების ჩატარებას.”
კომენტარები