ესაა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვის მცდელობა – ამის შესახებ “ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა, დენ ფრიდმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ფრიდი ამბობს, რომ თუ “ოცნება” არ გადადგამს ნაბიჯებს არჩევნების ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, ევროპა და აშშ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს”.
მკვლევარი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სწორედ ეს იყოს “ოცნების” მიზანიც, რადგან ფრიდი ეჭვობს, შესაძლოა, “ოცნებას” ევროპისგან და შტაბებისგან იზოლირება და ავტორიტეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა სურდეს.
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების გამოსასწორებლად, მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ ისინი ამას გააკეთებენ. სანდო ეგზიტპოლები აჩვენებდა, რომ ოპოზიციას ერთობლივად ჰქონდა უმრავლესობა, „ოცნებას“ კი უმცირესობა. ეს შედეგები ცესკომ ამოაყირავა, ისეთნაირად, რაც არ არის მაინცდამაინც სანდო. და იმ სხვა ნაბიჯებზე დაყრდნობით, რაც მთავრობამ ბოლო დროს გადადგა, ძნელია დაასკვნა რაიმე სხვა, თუ არა ის, რომ ესაა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვის მცდელობა.
ვვარაუდობ, რომ თუკი საქართველოს მთავრობა არ გადადგამს ნაბიჯებს იმ ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, არც ევროპა და არც ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, და ჩვენი ურთიერთობებიც შეიცვლება.
შესაძლოა ეს ზუსტად ისაა, რაც “ქართულ ოცნებას” სურს, შესაძლოა მათ ევროპისგან იზოლირება სურთ, ამერიკისგან, დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირება, რადგან სურთ ავტორიტარულ ქვეყნებთან ურთიერთობა, რუსეთთან კავშირი ან მისი დაქვემდებარება. შესაძლოა ესაა მათი მიზანი. სინამდვილეში, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ რამე სხვა სურდეთ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ გააკეთეს ევროპისკენ საქართველოს გზის საბოტაჟისთვის”, – აცხადებს დენ ფრიდი.
კომენტარები