პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“პოლიციის ქალაქი” აშენდებაო. დაახლოებით 125,000,000 ლარია ბიუჯეტი. პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასსო – 300 ლარს კვადრატულზე და დანარჩენს სახელმწიფო დაფარავსო. აღარ დასრულდა დამოუკიდებელ საქართველოში Военный городок-ების დრო? ხალხის სამსახურში მყოფი პოლიციელები ცალკე რატომ უნდა ცხოვრობდნენ? ან რატომ უნდა ვუხდიდეთ მოქალაქეები მეტწილად პოლიტიზირებულ პოლიციელებს ბიუჯეტიდან ბინის საფასურს? არჩევნების წინ ასეთი მასშტაბური პროექტის დაწყება და 2 წელიწადში დასრულების პირობის მიცემა პოლიციელების მოსყიდვას არ გავს? ბინების მიცემა პოლიციელების ერთგულების სანაცვლოდ მოხდება?
კომენტარები