იტალიაში მოღვაწე ექიმი, ბუბა კალანდაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამოდენიმე დღეა თბილისში ვარ და ვაკვირდები მუშკეტერების თვითნაქებ სისტემას რომელმაც თურმე მსოფლიო გააოცა მიღწეული შედეგებით.
სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ყველაფერი დიდი ბლეფია. არავითარი სისტემა არ არსებობს, სრული ორგანიზაციული გაურკვევლობა. ამათ ეპიდემიასთან ბრძოლა მარტო აკრძალვები გონიათ.
ფრენების აკრძალვა, თეატრების აკრძალვა, ქორწილების აკრძალვა და ა.შ.
ამ ყველაფერს კონტროლი ჭირდება და ამ კონტროლს სერიოზული ორგანიზაცია რისი ნასახიც კი არ არის. აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი ყველა ქვეყანაში შემვირებულია რა თქმა უნდა მაგრამ თითქმის ნოლის დონეზე მარტო ჩვენთანაა.
სასტუმროების სუბსიდირებისთვის 21 მილიონის გამოყოფას არ ჯობდა ეს ფული აეროპორტში უფრო მეტი მგზავრის ტესტირებისთვის გამოეყენებინათ ან თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის, სადაც ხალხს გადაჭედილი ავტობუსებით უხდებათ მგზავრობა?
ან საინტერესოა საავადმყოფოებში რა კეთდება რომ დაავადებულების გაზრდილი რაოდენობა მიიღონ და უმკურნალონ?
მიუხედავად ქვეყნის სრული იზოლაციის და ამის გამო განადგურებული ეკონომიკის ფასად ავადმყოფთა რიცხვი მაინც ყოველ დღე იმატებს და მუშკეტერთა აკრძალვებს არ ექვემდებარება. ალბათ არჩევნებისთვის ქვეყნის მთლიანად ჩარაზვა უნდათ რომ კორუფციის ჭაობში მთლიანად ჩავიძიროთ და ვერასოდეს თავი ვეღარ დავაღწიოთ.
მოკლედ საქმის კეთების ნაცვლად გაუთავებელი და დაუმსახურებელი ქებაი და დიდებაი…დიმპიტაური დამპიტაური”
კომენტარები