ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ სახლთან. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში შესვლა შეზღუდულია. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე ასევე იმყოფებიან პარლამენტის დაცვის თანამშრომლებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები