აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
არიან თუ არა უდანაშაულო ადამიანები პასუხისმგებლები თავიანთ თანამემამულეთა სისასტიკეებზე?პირველად ამ დილემაზე ალბათ 1945-ში დაფიქრდნენ ამერიკელები, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკები გაათავისუფლეს.რუსებს შეგნებულად არ ვახსენებ. მათი ინტელექტისა და ჰუმანიზმის ზოგადი, სახელმწიფო დონე ახლაც პირუტყვების კატეგორიაშია და მაშინ რა იქნებოდა.პირველად გენერალმა პატონმა გასცა ბრძანება, უბრალო გერმანელი მოქალაქეები ძალით მიეყვანათ საკონცენტრაციო ბანაკებში ნახევრად გახრწნილი ცხედრების დასამარხად. არსებობს ამის დოკუმენტური კადრები. ვუყურებდი მოხუცების, ქალების, ბავშვების შეშინებულ, წაშლილ სახეებს, რომლებიც ორმოებში ალაგებდნენ დასახიჩრებულ, აქოთებულ გვამებს და ვცდილობდი წარმომედგინა, რას განიცდიდნენ. საშინელ სისასტიკეში გადავიდა მერე გერმანული მოსახლეობის ეს ე.წ. “განათლების” აქტები. ამერიკელი სამხედროები აიძულებდნენ მოქალაქეებს, რომ უკვე დამარხული მიცვალებულები ამოეთხარათ და თავიდან, “წესიერად” დაემარხათ. ხშირად ეს გვამები სახიფათო ინფექციური დაავადებებით გარდაცვლილთ ეკუთვნოდათ, მაგრამ ჯარისკაცებს ეს “ეკიდათ”, თავად აირწინაღებით იცავდნენ თავს. არაერთი გერმანელის ფსიქიკამ ვერ გაუძლო ამ საშინელ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. ბევრი დოკუმენტური ფაქტი არსებობს გამარჯვებულ სამხედროთა მიერ გამოვლენილ სისასტიკეებზე.მაშინდელმა პროგრესულმა მსოფლიომ მიიღო დამნაშავე გერმანელი ერის “განათლების” მსგავსი მეთოდები. რა მოხდებოდა, ეს “გაკვეთილები” რომ არ მიეღო გერმანელებს?რა დააშავეს გერმანელმა პატარა გოგო-ბიჭებმა, რომ ასეთი საზარელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა მიიღეს?იყვნენ ისინი პასუხისმგებელნი თავიანთი უფროსი თაობის დანაშაულებებზე?არსებობს ამ კითხვებზე პასუხი?იქნებ ამ კითხვებზე პასუხი ის ახალი გერმანიაა, სადაც ნაციზმზე ნებისმიერი სახის სენტიმენტებიც კი დანაშაულად ითვლება?რატომ აღარ გაუჩნდა კიდევ ერთხელ, სასტიკად დაჩაგრულ გერმანელ ერს, შურისძიების სურვილი არაადამიანური დამცირებისათვის?იქნებ არ იყო ამერიკული არმიის ასეთი სიმკაცრე ზღვარსგადასული, თუკი საბოლოოდ გერმანელ ერს კათარზისისთვის გამოადგა?უპასუხო კითხვებია; რიტორიკული.ასევეა დღესაც.ვერც კანონიერი შურისძიების სურვილით შეპყრობილი ადამიანების რეაქციას განსჯი და ვერც იმ ადამიანების ტკივილს აარიდებ თვალს, რომლებიც თავიანთი თანამემამულეების პირუტყვობისათვის უღვთოდ ისჯებიან.მსგავსი მასიური კატასტროფების დროს იურისპრუდენცია ისვენებს და შიშველი ემოცია ხდება მთავარი მსაჯული.ალბათ ერთადერთი, რაც ამ დროს შეიძლება გააკეთო, უნდა სცადო რომ დარჩე ადამიანად და ყველანაირად აარიდო თავი გაპირუტყვებას. დანარჩენს კაცთა სამყაროს “სამართალი” მიხედავს და როგორც ყოველთვის, გამარჯვებულები და ცოცხლად დარჩენილნი დაწერენ ისტორიას.
კომენტარები