ამერიკული სანქციების სიაში მომდევნო კახა კალაძე იქნება – ეს განცხადება “რეაქციაში” “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ სანქცირებულთა სიაში კალაძე რუსული კავშირების გამო მოხვდება – მათ შორის “გაზპრომთან” გასაიდუმლოებული ხელშეკრულებების, მორგოშიასთან, გავრილოვთან და “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებული საკითხების გამო. ენმ-ის თავმჯდომარის შეფასებით, კალაძე რუსული პროპაგანდის გამზიარებელია და “საერთაშორისო დონის სანქციები” კალაძის “კარზე დააკაკუნებს”.
თავდაპირველად რომელი ქვეყნის სანქციების ქვეშ მოხვდება – უკრაინის თუ აშშ-ის? – ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან ხაბეიშვილი თავს იკავებს.
,,არის ძალიან დიდი შანსი იმის, რომ კახი კალაძე იყოს დასანქცირებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
არის ამის ალბათობა. ფარცხალაძესთან დაკავშირებით თუ არსებობდა რუსული კავშირები, გგონიათ, ენერგეტიკაში გაგახსენებთ გაზპრომთან მის ურთიერთობებს, ნოღაიდელთან, რუსულ კავშირებთან, მის პროგრეს ბანკში გავრილოვის შესვლასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კონტაქტია, მათ შორის რუსული პარტიის საქართველოში მორგოშიას დაფინანსება – პირდაპირ კალაძის.
კითხეთ კალაძეს – დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება ინფორმაცია, რომ ის არის ობიექტი., ისევე როგორც ფარცხალაძესთან სხვადასხვა ურთიერთობაში მყოფი კალაძე, დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც სხვა მაღალი თანამდებობის პირები კალაძე არის ობიექტი. ჩემი ღრმა რწმენით ის იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აუცილებლად მოხვდება სანქციების ქვეშ, მას ექნება ძალიან უხეში პასუხი ამაზე,იცის, რომ ეს ელოდება და იტყვის, რომ ფეხებზე ჰკიდია, ვინ სად რას დაასანქცირებს.
მე დარწმუნებული ვარ, მე იგივე რწმენის საფუძველზე გეუბნებოდით და 6 ოლიგარქის ფოტო მქონდა მოტანილი, არცერთი ოლიგარქი არ ამიცილებია, ექვსივე ზელენსკის მიერ ხელმოწერილი რუსი ოლიგარქია, არცერთი არ ამიცილებია, იქიდან ერთი უკვე არის ფარცხალაძე – სახდეპის მიერ სანქცირებული. ექსკლუზიურად გეუბნებით კალაძე არის მათ შორის, ობიექტი, რომელზეც აუცილებლად და მის რუსულ კავშირებზე გავლენ ჩვენი პარტნიორები, დარწმუნებული ვარ და ვიცი ეს ინფორმაცია და მაქვს”
კომენტარები