პოლონეთის პრემიერმინისტრი მათეუშ მორავიეცკი ბათუმში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს:
“სანქციები, რომელიც უკვე მიღებულია ევროსაბჭოსა და ევროკომისიის მხრიდან, გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ. თითოეულ დანგრეულ, დაბომბილ სახლზე კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ბარბაროსობაა, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს.
არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს.
ვინ შეიძლება გაიგოს უკეთ უკრაინელებისა, თუ არა ქართველებმა, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის ქვეყნის 20 პროცენტი, რომელიც დაკავებულია ამჟამად ოკუპანტების მიერ. ის აგრესია, რომელიც იყო 2008 წელს, დღემდე იგრძნობა საქართველოში. ამიტომ, პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვართ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში”
კომენტარები