ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
„არის ფაქტები, რაც ისტორიაზე და მის კანონზომიერებებზე ჩაგვაფიქრებს. უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსული ბატალიონის მეთაური არის მაქსიმილიან ანდრონიკოვი.
ანდრონიკოვი არ არის რუსული გვარი. არც საბჭოთა ეპოქის ცნობილი რუსულენოვანი ლიტერატორი და კრიტიკოსი, მოსკოვში მცხოვრები ირაკლი ლუარსაბის ძე ანდრონიკოვი ყოფილა რუსი – ის იყო ეთნიკურად ქართველი, ანდრონიკაშვილი. ეს გვარი კახეთის არისტოკრატიიდანაა.“
კომენტარები