ეზოთერიკოსი გიორგი ლობჯანიძე:
მოკლედ, იძულებული ვარ ვთქვა, ის, რასაც რამდენიმე თვე ვფიქრობ, არ მსურს დაგძაბოთ, მაგრამ ვამბობ ისევ თქვენთვის. კვლავ ატომი – გასაგებად ვიტყვი სათქმელს: ერთხელ საჯაროდ ვთქვი მარტში, მაგრამ რადგან კიდევ უამრავი მეკითხებით, საჯაროდ ვიტყვი მეორედ!
ატომური იარაღის გამოყენებით დედამიწაზე სიცოცხლე დასრულდება?
– არ დასრულდება!
საქართველოში ომი იქნება?
– არ იქნება!
– საქართველოში იმდენად ახალი კადრები იქნებიან, რომ 2033 წლამდე აბსოლიტურად გაიწმინდება სიტუაცია. სრული კერხერი!
არის შანსი რომ ატომი გამოიყენონ?
– სამწუხაროდ, არის! და დიდი ალბათობით გამოიყენებენ!
წლის დასაწყისშივე ვამბობდი, რომ წლის ბოლო იქნებოდა მეტად არასტაბულური და რთული! ამ სამყაროში შემოქმედს ,,მამის” სახით ჰყავს ნათელი ძალები, მაგრამ არიან ბნელი ძალები, გასაგებ ენაზე ვიტყვი რომ აქაც ენერგეტიკულად 2022 – ში დაიწყო ომი! თუმცა, ცის კაბადონზე შავ და თეთრ ძალებს შორის ბრძოლა პირველად გაჩაღდა 1991 წელს, გარდამავლი სახე მიიღო 1994 და შემდგომ 1997-1998 წლებში, რა ენერგიებიც დღემდე ბატონობენ. მალე სოციო-პოლიტიკურ სარბიელზე ბევრ ახალ ფიგურას, სახეცვლილ მსოფლიოს და აბსოლუტურად სხვა სისტემას ვიხილავთ!
განსაკუთრებით კი 2022 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მთელი 2023 წელი იქნება მეტად რეფორმული, ნიშანდობლივ – ევროპის მიმართულებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ იქით წელს პლუტონის ინგრესიაც გველოდება ახალ ნიშანში! ეს ხომ სრული კულმინაციის ახლო ნიშნები იქნება.
ამიტომ, სირთულეები ნამდვილად გველის, თუმცა არც მოვიწყენთ ამასობაში! და ბოლოს კიდევ ერთხელ: ატომი რომც გამოიყენონ დედამიწა არ მთავრდება! და მეტიც, მე-3 მსოფლიო ომიც კი რომ იყოს არც მაშინ იქნება ,,ომის ფორმით” დასასრული! პირიქით ეს იქნება ახალი სისტემის დანერგვის დასაწყისი, რასაც კიდევ მოჰყვება სისტემასთან ბრძოლა, თუ რა სახის ბრძოლა იქნება ყველა ნახავთ. გასაოცარი კი ის არის, რომ სწორედ ამ პერიოდში აქვს რეალური შანსი წინსვლის საქართველოს! წარმატებებს და ჯანმრთელობას ვუსურვებ თითოეულ მკითხველს! იმედი მაქვს ნათქვამს სწორად შეაფასებთ!
კომენტარები