საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ:
“ჩვენ ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს. ახლაც საბჭო მიმდინარეობს, რომელიც პანდემიის მართვას ეხება, ყველაფერს კოლეგიალურად ვწყვეტთ.
არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა. იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა – ებრძვის პანდემიას და ზრდის ეკონომიკას“
კომენტარები