რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია, სოციალურ ქსელში, წერს:
“გამარჯობა მეგობრებო,
ამ ბოლო დღეებში ბევრ ადამიანს უსმენ როგორც ტელევიზიით ასევე სოციალურ ქსელებში კოვიდინფექციის გავრცელების შესახებ, როგორც ექიმებს, ასევე არაექიმებს. ბევრი საღ აზრს გამოთქვავს, ბევრი უაზრობას: ლაპარაკია იმაზე რომ ჩვენი ჯანდაცვა ვერ უმკლავდება დატვირთვას, მართვაა არასწორი, საავადმყოფოები უნდა ემსახურებოდეს მარტო კოვიდ პაციენტებს თუ უნდა იყოს ჰიბრიდული, ერთმა ახალგაზრდა ექიმმა ის აზრიც გამოთქვა რომ საქართველოში არ უნდა იყოს 85% კერძო საავადმყოფოები (თითქოს ეხლა ამას რამე ეშველება).
დავიწყოთ კორონავირუსით და მერე გადავიდეთ ჯანდაცვაზე:
მე ფეისბუკით ჩემი საკუთარი აზრიც ბევრჯერ გამომითქვია, და სხვისი მსგავსი აზრებიც ბევრჯერ გამივრცელებია: კორონაინფექცია არ არის ძალიან სახიფათო. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში ჯამში 65 მილიონამდეა ინფიცირებული და 43 მილიონი უკვე გამოჯანმრთელდა, 1,5 მილიონამდე გარდაიცვალა. აქტიური ქეისი არის დაახლოვებით 20 მილიონი და ეს რაოდენობა არ მატულობს. ლეტალობის მაჩვენებელი დღეს 3%-ია (მკვეთრად იკლო დასაწყისს თუ შევადარებთ: ზოგიერთ ქვეყანაში 25-30%-ც კი იყო თავდაპირველად). და ეს იმის ფონზე რომ სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს და ის ნანატრი ვაქცინაც ჯერ ფართოდ არ გამოიყენება (რამდენად ეფექტური იქნება არავინ არ იცის და თუ იქნება ეფექტური როდის იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი არც ეგ არავინ არ იცის). ლეტალობა იმდენად შემცირდა რომ 85 წელს გადაცილებულებშიც 85%-ია განკურნვა. საქართველოში სტატისტიკა შემდეგნაირია: ჯამში 128000 დაავადებული, 106000 გამოჯანმრთელებული, 1200 გარდაცვლილი, ანუ აქტიური ქეისი 22000 (და ეს რაოდენობა არ იზრდება, რაც კარგია), სიკვდილიანობა – 1,1% (ნაკლები ვიდრე ჯამური მსოფლიოში). გერმანელების გათვლებით პანდემიის დამთავრების შემდეგ საერთო სიკვდილიანობა იქნება დაახლოვებით 0,8-1,3% (სეზონური გრიპის დროს სიკვდილიანობა შეადგენს 0,3-0,6%-ს). რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ? კოვიდი სეზონურ გრიპთან შედარებით უფრო კონტაგიოზურია, ლეტალობა ორჯერ მეტია. ანუ ინფექცია არსებობს, ყურადსაღებია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეხლა რამდენიმე საინტერესო ფაქტი: 50%-ი ვისაც დაუდგინდა კოვიდი უსიმფტომოა, 25%-ს მსუბუქი სიმფტომები აქვს, 22-23%-ს საშუალოდ გამოხატული და მხოლოდ 2-3%-ს მძიმე. 98% შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს 60 წელს გადაცილებულ პაციენტებს და მძიმე ქრონიკებს კომპრომეტირებული იმუნიტეტით. მსგავსი რამ სეზონურ გრიპს არ ახასიათებს (სეზონურ გრიპზეა საუბარი და არა ღორის, ფრინველის და სხვა). რატომ არის ამდენი უსიმფტომო? ჩვენ ვიცით რომ უსიმფტომო სეზონური გრიპით დაავადებული პაციენტი გაცილებით იშვიათად გვხვდება და ესეთი პაციენტი ყველაზე საშიშია გრიპის გავრცელების თვალსაზრისით, იმიტომ რომ გადამდებია. უსიმფტომო კოვიდპაციენტი მართლა უსიმფტომოა და გადამდებია, თუ ცრუდიაგნოსტიკასთან გვაქვს საქმე?. საინტერესო კითხვაა. ჩვენი “მუშკეტერები” გვიმტკიცებენ რომ PCR-ტესტი “ოქროს” სტანდარტია დიაგნოსტიკაში. თურმე ესე მარტივად არ არის საქმე: PCR-ტესტის გაკეთების დროს უნდა განისაზღვროს Ct-ს რაოდენობა (Cycle threshold), ანუ, ვირუსის გენეტიკური მასალის კოპირების სიხშირე, ქართულად რომ ვთარგმნოდ ციკლის ზღურბლი. აშშ-ში პაციენტი უსაფრთხოა თუ ეს ზღურბლი 40-ს აღემატება, ევროპაში – 35-ს. ჩვენთან – არ ვიცი, ვინაიდან ამ მონაცემს არავინ არ გეუბნება (უბრალოდ გეუბნებიან რომ დადებითი ხარ და უნდა წახვიდე თვითიზოლაციაში). მეტიც, არსებობს დიდი რაოდენობა ვირუსოლოგების აზრი, რომ PCR-ტესტი საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული კოვიდის დიაგნოსტიკისთვის და მითუმეტეს თვითიზოლაციისთვის.
ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ჯანდაცვას:
დღეს საქართველოში დაახლოვებით 22000 აქტიური კოვიდავადმყოფია, აქედან ჰოსპიტალიზირებული 6000, რაც შეადგენს დაახლოვებით 27%-ს. ჰოსპიტალიზაცია აშშ-ში და ევროპაში შეადგენს 4-6%-ს. რატომ? ჩვენთან უფრო მძიმე ფორმებია კოვიდის?, უფრო ასაკოვანი მოსახლეობა გვყავს?, უფრო მშიშრები ვართ?. რა თქმა უნდა არა. ეს ყველაფერი მარტიდანვე უნიჭო მართვის შედეგია. გავიხსენოთ: ყველა, ვისაც დაუდგინდებოდა კოვიდი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჰოსპიტალიზირებული, მერე იწყებოდა მათი კონტაქტების ძიება, დაკლასტერება და ყოველგვარი დიაგნოსტიკის გარეშე მათი დატყვევება სასტუმროებში (ანუ ვექცეოდით როგორც ჭირიანებს და კეთროვანებს). ერთდროულად მიდიოდა დაშინების პროპაგანდა (გახსოვთ გამონათქვამები “კუბოების მთები”, “ორივე მხარზე სიკვდილი მაზის” და სხვა მრავალი). თანმხლები გაუთავებელი თავის ქება (ჩვენ მსოფლიოში ყველაზე კარგად ვმკურნალობთ, ბევრად ჯობია ჩვენი ექიმები და მედიცინა კანადურს, იტალიურს და ასე შემდეგ). მე აღარაფერს ვლაპარაკობ ლოქდაუნებზე, კომენდანტის საათებზე და სხვა გაუაზრებელ ქმედებებზე. მარტივად რომ ვთქვათ, მოსახლეობა გავაგიჟეთ კორონათი და სრულ პანიკაში ჩავაგდეთ. რეზულტატი სახეზეა – თითქმის 30%-იანი ჰოსპიტალიზაცია. ძნელია დღეს მოსახლეობას აუხსნა გაზაფხულზე ერთიოროლა შემთხვევა რომ იყო დაავადების და სიკვდილიანობის ყველა რატომ უნდა მოთავსებულიყო საავადმყოფოში და დღეს როდესაც კატასტროფული მატება გვაქვს როგორც ავადობის, ასევე სიკვდილიანობის რატომ გვეუბნებიან სახლში იჯექი და ლიმონიანი წყალი სვიო.
დასკვნა მომავლისთვის: როდესაც არ იცი რა გააკეთო აბსოლუტური არაკომპეტენტურობის გამო, ველოსიპედების გამოგონება კი არ უნდა დაიწყო, უნდა გაიხედო, გამოიხედო, გადახედო ცივილიზებულ სამყაროს და შეეცადო მათი ქმედებები გაიმეორო.
იმიტომ არის დღეს ლაპარაკი ჯანდაცვის სისტემის სრულ კოლაფსზე, რასაც მე როგორც პრაქტიკოსი რეანიმატოლოგი სრულად ვეთანხმები. ვიმეორებ დღეს საქართველოში 6000-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს სტაციონარში რაც უკვე არარეალური ციფრია ჩვენი ჯანდაცვისთვის და იმის მაგივრად რომ ვიფიქროდ როგორ განვტვირთოდ საავადმყოფოები, ჩვენი მინისტრი აცხადებს რომ კიდევ ემატება 350 საწოლი, მერე კიდევ 800, ზოგი “ჭკვიანი” რჩევას იძლევა რომ კარვები დავდგად, სპორტულ დარბაზებში დავდგათ საწოლები და ასე შემდეგ. მე მინდა უთხრა ყველას რომ რამდენი საწოლიც არ უნდა დადგას ქ-მა ტიკარაძემ, ეს საქმეს არ უშველის. საწოლების რაოდენობით და მათი ფორმით არ ისაზღვრება მკურნალობა. ალბათ დამეთანხმებით, რომ რა საწოლზეც ვწევართ ჩვენ ჩვენ სახლებში, იმაზე უკეთესს ტიკარაძე ვერ დაგვახვედრებს. საწოლი არ მკურნალობს ავადმყოფს, ავადმყოფს მკურნალობს მედპერსონალი (ექიმი, ექთანი (განსაკუთრებით), სანიტარი) და საწოლის ტექნიკური აღჭურვილობა. ამ ყველაფრის რესურსი კი არ არსებობს საქართველოში. რატომ? შევეცდები აგიხსნათ.
ჩვენი მედიცინა არასდროს ყოფილა გამართული, მაგრამ ნამდვილი უბედურება დაიწყო 2013 წელს საყოველთაო მედიცინაზე გადასვლით. საყოველთაო მედიცინას სჭირდება ქვეყნის მყარი ეკონომიკური მდგრადობა და მედიცინის ბიუჯეტის ყოველწლიური მნიშვნელოვანი ზრდა. სწორედ ამიტომ ბევრ განვითარებულ ქვეყანას არა აქვს საყოველთაო მედიცინა. მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი პიარია: ყური გტკივა – იმკურნალე უფასოდ კლინიკაში, ზურგში ჭვალი გაქვს – მობრძანდი კლინიკაში, კლინიკები არ გვყოფნის – გავხსნათ სადარბაზოებში, ბოსელებში. სტაფი არა გყავთ – გადმოიბირე მსხვილი და შედარებით გამართული კლინიკებიდან, მიეცით ხელფასი 20-30 ლარით მეტი და წამოვლენ, ან არ-სამ ადგილას იმუშავებენ ერთდროულად. მომზადებული მედპერსონალის მოპარვა და გადაბირება (იმიტომ რომ მათ გაზრდაზე და მომზადებაზე მარტო მსხვილი კლინიკები ფიქრობდნენ) გაამყარეს 2013 წლის ისტორიული მინიმუმის კანონით (ეს კანონი გულისხმობდა რომ ახალ კლინიკებს უფლება ქონდათ ნებისმიერი თანხა დაედოთ სამედიცინო მომსახურეობაზე, ხოლო ძველ ტრადიციულ კლინიკებს ეს ეკრძალებოდათ).
ამ კანონით დიდი ზიანი მიადგა ტრადიციულ კლინიკებს და დიდი უპირატესობა მიეცათ ახალ კლინიკებს. შედეგად მივიღეთ მკურნალობის ხარისხის მკვეთრი ვარდნა და სამარცხვინო კლინიკების უხვად გახსნა. ამას ყველაფერს ჩვენი სამინისტრო აკეთებდა ბ-ნი სერგეენკოს დროს. მერე მოვიდა ახალი მინისტრი დავალებით რომ ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი უნდა საგრძნობლად შემცირდეს იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ვერ უძლებს საყოველთაო მედიცინის ხარჯებს (ადრე უნდა ეფიქრად). გამოსცეს 520 ბრძანება, რომლითაც დიდი ზიანი მიაყენეს 5 სპეციალობას, მათ შორის რეანიმატოლოგიას (ეხლა რომ ყველაზე ძალიან სჭირდებათ). ბევრი ვიბრძოლეთ რომ ეს ბრძანება გადადებულიყო ან გადახედილიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა: ერთი ხელის მოსმით გახარიამ და ტიკარაძემ დაანგრიეს 5 ყველაზე კარგად განვითარებული სამედიცინო დარგი. თან ჩვენმა სამინისტრომ 5-გვერდიანი პასკვილიც გამოაქვეყნა პრესაში როგორ პარავდნენ ფულს არასინდისიერი კლინიკები სახელმწიფოს. შედეგად მივიღეთ მედპერსონალის ხელფასების შემცირება, მათი რაოდენობის კლება, რეანიმაციულ პაციენტზე მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის შემცირება. ეს ყველაფერი შარშან ნოემბრის მიწურულს მოხდა, 3 თვით ადრე პანდემიის დაწყებამდე.
პანდემიის დაწყების შემდეგ მორიგე სისულელეები: ქალაქების ჩაკეტვა, ქალაქთაშორისო ტრანსპორტის აგრძალვა, შიდა ტრანსპორტის აგრძალვა. ექიმების გარკვეული რაოდენობა და ექთნების და სანიტრების დიდი რაოდენობა სამსახურში ვეღარ მოდიოდა, ბევრმა წასვლა გადაწყვიტა, ძლივს დავაბრუნეთ ზოგიერთი მათგანი ზაფხულში და ეხლა ისევ იგივე.
საავადმყოფოებში არ არის პერსონალი, განსაკუთრებით ექთნების და სანიტრების დეფიციტია (90% სამუშაოს ისინი ასრულებენ რეანიმაციაში). თუ რომელიმე მედპერსონალი ავად გახდა, 2-3 კლინიკა კარგავს სტაფს. რეანიმაციაში ერთ კოვიდინფიცირებულს კარგ შემთხვევაში 2 ექთანი უნდა უვლიდეს, ცუდ შემთხვევაში – 1, ჩვენი რეგულაციებით 2 საწოლზე 1 ექთანი უნდა იყოს. დღეს ერთ ექთანს უწევს 6-7 პაციენტის მოვლა. მიხვდით ალბათ რა ხარისხის მოვლაზეა ლაპარაკი. ამას დაუმატეთ ძველი, თავის დროძე ნაყიდი მეორადი სუნთქვის აპარატები, უმეტეს კლინიკაში არ არსებობს მაღალი ნაკადის ჟანგბადის მიმწოდებელი აპარატები გამათბობლებით, და სადაც არსებობს არასაკმარისია, თანამედროვე მონიტორინგი და ასე შემდეგ. დღეს კერძო კლინიკებს თხოვენ კოვიდპაციენტები მიიღონ და უმეტესობა თანხმდება (როგორც ჩვენ), მაგრამ ამ 7 თვის განმავლობაში ხომ შეეძლოდ თანამედროვე აპარატურის ჩამოტანა და დროებით გადაცემა იმ კლინიკებისთვის სადაც კოვიდპაციენტები მკურნალობენ? ან სამედიცინო ტექნიკუმებიდან საშუალო მედპერსონალის მობილიზაცია, ან ტრანსპორტს რომ კეტავ რაიონებიდან თანამშრომლების ჩამოყვანის ორგანიზება, ან სახელმწიფოს ხარჯზე საშყალო მედპერსონალისთვის ხელფასის გაზრდა? არაფერი არ გაკეთებულა.სამაგიეროდ, სადღაც ამოვიკითხე, რომ კერძო სასტუმროებს ხალხის უსაფუძვლო დაპატიმრებისთვის სახელმწიფომ ჯამში 75 მილიონი ლარი გადაუხადა (წარმოგიდგენიათ ეს თანხა აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობისთვის რომ დაეხარჯათ?)
რა უნდა ვქნათ? არ არის გამოსავალი? დავიღუპეთ?
რა თქმა უნდა არა!
1. ჰოსპიტალიზაციის პროცენტის შემცირება 10%-მდე.
დღევანდელ პირობებში ეს 2200 პაციენტია და ამ რაოდენობას ჩვენი კლინიკები კვალიფიციურად მოუვლიან. მოსახლეობამ უნდა შეიგნოს რომ სიკვდილიანობა იმიტომ გაიზარდა და კიდევ შეიძლება გაიზარდოს რომ მედპერსონალის რაოდენობის არარსებობის გამო სათანადო მკურნალობას ვერ იღებს პაციენტი. კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი არის მძიმე ორმხრივი პნევმონია. ამ პნევმონიის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ვირუსი აღარ არის. ანალიზები აჩვენებენ რომ ხშირად ბაქტერიულ პნევმონიასთან გვაქვს საქმე: კლებსიელა, ლეგიონელა, ეშერიხია, ბაუმანი. ეს ყველაფერი შიდა ჰოსპიტალური ინფექციაა, რომელიც კოვიდავადმყოფს არ დაემართებოდა მას რომ სახლში ემკურნალა. და ვინც ნამდვილად საჭიროებდა კლინიკაში მკურნალობას, მას უფრო კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდებოდა ვინაიდან საკმარისი მედპერსონალი იქნებოდა.
ეს რომ გავითავისოდ და გავიგოდ ერთი მხრივ მოსახლეობის დიდი თვითშეგნებაა საჭირო (რაშიც მე ეჭვი არ მეპარება) და მეორე მხრივ გამბედაობის და ვაჟკაცობის გამოჩენა. ამის საფუძველს გვაძლევს ის რომ ხშირ შემთხვევაში იოლი გადასატანია კოვიდი: ხველა (ყველას გვქონია), ტემპერატურა 37-38,8 გრადუსი (უმეტესობას გვქონია), მოთენთილობა, წელის ტკივილი. ნუ ავტეხავთ პანიკას, დავრჩეთ სახლში, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, მივიღოთ ბევრი სითხე, სიცხის დამწევი არ გაუკეთოდ ახალგაზრდებს 39 გრადუსამდე და ასაკიანებს 38 გრადუსამდე, არანაირი დექსამეტაზონი და ანტიკოაგულანტები, მოვერიდოთ ახლობლებს და რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდებით. ექიმებს მიმართეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სუნთქვა გაგიჭირდათ, ქოშინი დაგეწყოთ მოსვენებულ მდგომარეობაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ასაკოვან ხალხს და ქრონიკული დაავადებებით დაავადებულებს.
2. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – როგორ დაუკავშირდეთ ექიმს რომ გადავწყვიტოდ სახლში ვაგრძელებთ მკურნალობას თუ საჭიროა ჰოსპიტალიზაცია?
გასაგებია რომ ამას ვერ გადაწყვიტავს ვერც სასწრაფო დახმარება, ვერც 112 და ვერც სახლის ექიმი შექმნილი მდგომარეობის გამო.
აქ მე მაქვს ერთი წინადადება: იმ კლინიკებმა ვისაც აქვს კოვიდპაციენტების მკურნალობის გამოცდილება გამოყონ ექიმები რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოახდენენ კონსულტაციებს ტელეფონით, მისცემენ რჩევა დარიგებებს, დაუნიშნავენ ანალიზებს და გადაწყვიტავენ ჰოსპიტალიზაციის საკითხებს. რა თქმა უნდა, პაციენტები ტერიტორიულად უნდა იყვნენ მიბმულები საავადმყოფოსთან.
ჩვენ თუ მივხვდებით რომ კოვიდეპიდემია არ არის კაცობრიობის დასასრული და უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს, თუ შევეშვებით პანიკის თესვას მთავრობის და მედიის საშუალებით, თუ ჯანდაცვის სამინისტროში მიხვდებიან რომ რეფორმების ჩატარება რეანიმაციისთვის დაფინანსების შემცირება არ არის და ხარისხია მთავარი და არა საწოლების რაოდენობა, მთავრობა თუ ლოქდაუნებით არ ამოხდის სულს საკუთარ მოსახლეობას, ყველაფერი კარგად იქნება.
მაგრამ მივხვდებით და მიხვდებიან? იმედი ვიქონიოთ.
P.S. მე ამ ვრცელ პოსტში ჩემი საკუთარი აზრები გამოვთქვი, თუ ვინმეს რამე არსებითი შენიშვნა აქვს, განსხვავებული მოსაზრებები ან წინადადებები, გთხოვთ გამიზიაროთ, ქებაზე და გინებაზე თავს ნუ შეიწუხებთ.”
კომენტარები