არსებობს თუ არა საქართველოში „პომიდვრის ვირუსის“ გავრცელების საშიშროება, – დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა კულუმბეგოვმა ამ კითხვასაც უპასუხა და თქვა:
„ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება, შესაძლოა ჩვენთანაც არის საკმაოდ მაღალი გავრცელება ისეთი ვირუსის, როგორიც არის ხელის, ფეხის დაავადება, რომელსაც კოკსაკის ვირუსი იწვევს. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არის და სიკვდილიანობა მცირეა,“ – აცხადებს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „პომიდვრის ვირუსი“ ინდოეთში დაფიქსირდა. თავდაპირველად დაავადება კერალას შტატში 82 ბავშვს დაუდგინდა, მოგვიანებით კი ვირუსი ინდოეთის კიდევ 3 შტატში გავრცელდა.
კომენტარები