“ენმ”–ის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი, “ტვ პირველთან” პასუხობს კითხვას, უკრაინის მიერ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების ფაქტორი, იყო, თუ არა, მიხეილ სააკაშვილი და ამბობს:
“სააკაშვილი ძალიან დიდი ფაქტორია, ფართო გაგებით, ყველანაირ კონტექსტში, რომელიც შეეხება ოცნების მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს, ის არის ოცნების და პუტინის გუნდის პირადი პატიმარი და მის პოლიტპატიმრად ყოფნა ხელს უშლის ჩვენ ევროიინტექგრაციას. არახამია ძალიან სწორად საუბრობდა მაგაზე, ეს არადემოკრატიული, დესპოტური, მედიამენეჯერები და პოლიტპატიმრები ციხეში გამოკეტილი რომ ჰყავს, ასეთი ტიპის რეჟიმი, პრორუსული პოზიცია რომ აქვს მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი ვის მხარეს დადგა…
რა თქმა უნდა მიშას ფაქტორია და რა თქმა უნდა დასანქცირდებოდნენ. რად უნდა ამას ორაზროვანი განცხადებები? საქართველო ზიანდებაო, საქართველო ზიანდება კი არა, რაც შეიძლება მეტი ოცნების, ბიძინას გარშემო მყოფი სუბიექტი, პერსონაჟი, რომელიც კომერციული ოპერატორია და ხელს უწყობს რუსეთს, რომ სანქციებსს თავი დააღწიოს, უნდა დასაქნცირდეს არამხოლოდ უკრაინის, დასავლეთის მხრიდანაც სწრაფად.”
კომენტარები