საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“როგორც ჩანს, 2021 მისი წინაბორბედის მსგავსად იწყება.
ტრამპის უამრავი მხარდამჭერი ვაშინგტონისკენ მიემართება.
მიუხედავად მასობრივი და მკაცრი ცენზურისა, რომელიც სოციალური ქსელებმა და მედიამ დააწესა, ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობისთვის ცნობილი გახდა როგორც სრულიად წარმოუდგენელი უსირცხვილობით მოპარული არჩევნები, ასევე ბაიდენის და მისი ოჯახის უბინძურესი სახე.
მარტო ის რად ღირს, რომ გავრცელდა ბაიდენის “საამაყო” შვილი ჰანტერის ვიდეოები, სადაც ასახულია მისი გმირობები რძალთან, რძლის დასთან, მცირეწლოვან დისშვილთან, ობამას ქალიშვილებთან, ნარკოტიკებზე და მიმოწერის ანტისახელმწიფოებრივ შინაარსზე, სადაც “არჩეული პრეზიდენტის” მონაწილეობა აშკარად ჩანს, აღარაფერს ვიტყვი.
აღშფოთება იმდენად დიდია, რომ მისი ჩახშობა მხოლოდ უხეში ძალით შეიძლება, რისი შედეგებიც რთულად წარმოსადგენია.
პარალელურად იძაბება ურთიერთობა ჩინეთთან, რომლის სანაპიროებისკენ ამერიკული ესკადრა მიემართება იქ მყოფ ძალებთან შესაერთებლად.
ისრაელში დღე-დღეზე ელოდებიან ირანთან ომის დაწყებას.
კვლავ დაძაბულია სიტუაცია სირიაში, უკრაინაში, ყარაბაღში, ჩინეთ -ინდოეთის და ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე.
რუსეთში სახელისუფლებო ცვლილებებს ელოდებიან.
ეტყობა, იფიქრა ხომ არ ჩამოვრჩები მსოფლიო პროცესებსო და ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ “კომერსანტისთვის’ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ‘არ დაუშვებს პროვინციელი ოლიგარქის” პარპაშს და თუ ნებით არ წავა, რევოლუციურ მოქმედებებს მიმართავს.
ცხადია, ქალბატონი ნინო არისტოკრატული წარმომავლობისაა, მაგრამ ასეც არ უნდა დაჩაგროს გლეხები. მერე რა, რომ თვითონ არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, გლეხებიც ხომ ადამიანები არიან.
ამ რევოლუციური მოქმედებებისათვის ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკანორ მელია თავმჯდომარედ აირჩია.
ეტყობა, ითვალისწინებენ მის გამოცდილებას პარლამენტში შეჭრაში და ორთაბრძოლებში გამოჩენილ სიმამაცეს.
მოსალოდნელი კრიზისის მოლოდინში, როდესაც სასურსათო მომარაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება, “ქართულმა ოცნებამ” აგრარული კომიტეტის თავმჯდომარედ ამ დარგის უდიდესი სპეციალისტი, ნინო წილოსანი აირჩია.
ასეთივე ბრძნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული აფხაზეთის საკითხის მოსაგვარებლად.
აქცენტი აქ კულტურაზე გაკეთდა, სადაც მინისტრად აფხაზურ -ქართული ურთიერთობის ღრმად მცოდნე, თავისი ინტელექტითა და პრინციპულობით გამორჩეული საზოგადო მოღვაწე ეკა ხოფერია დაინიშნა.
ამ დანიშვნის შემდეგ იმედი მომეცა, რომ აფხაზეთის საკითხი მალე მოგვარდება.
მოკლედ, ამ ბედობაზე ცოტა იუმორით შევხედოთ ამ საგიჟეთს შინ და გარეთ- გულზე მოგვეშვება.”
კომენტარები