ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე:
“მეგობრებო, დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, მაგრამ, გთხოვთ, ამ გადაწყვეტილების გამო ბრაზი ზოგადად მაუწყებელზე არ განავრცოთ.
პრობლემა ისაა, რომ არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ზოლს ხელმძღვანელობენ პოლიტიკურად და, ხშირად, ემპირიულად უცოდინარი ადამიანები.
ვოჩდოგებს აქამდე რომ მოგეკითხათ – ვინ და როგორ აკეთებს, მაგალითად “მოამბეს”, აქამდე არ მოვიდოდით.
ისიც ცხადი იქნებოდა, რომ ქვეყნის მთავარი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური არაფორმალურად იმართებოდა ვინმე ეკა შონიას გამტარობით, რომელსაც დამოუკიდებლად ფეისბუქსტატუსიც დაწერაც კი უჭირს, პუნქტუაცია-სინტაქსის გათვალისწინებით.
გენერალურ დირექტორს რომ ნულოვანი პოლიტიკური ცოდნა აქვს და “კონსტრუქციულ ახალ ამბებს” ლობირებს ამ სისტემურად ჩამოქცეულ ქვეყანაში, ეგ ცალკე ამბავია.
ქაქს (რომელსაც, სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ “მოამბის” უსტაბაში ირგვლივ მიმოისროდა), ბრჭყვიალა ქაღალდში ვერ გადაახვევ.
ერთხელაც გთხოვთ, ჩემი სამსახურიდან გაშვების გამო გამოწვეული კრიტიკა ყველაზე არ განაზოგადოთ. ამ გადაწყვეტილებას სულ რამდენიმე ავტორი ყავს. შესაძლოა, სულაც, ერთი.”
კომენტარები