18 ივნისს, არქის ფილარმონიის ოფისში „დიდი ფასდაკლების დღე“ გაიმართა, რომელსაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის სტუმარი დაესწრო. შედეგად, არქის დიდ ოჯახს რეკორდული რაოდენობის – 151 ახალი არქელი ოჯახი შეუერთდა.
დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყების წინ იმართება. მხოლოდ ერთი დღის მანძილზე, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ ბინები ახალ პროექტში განსაკუთრებული ფასდაკლებით, ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება.
“18 ივნისს „დიდი ფასდაკლება“ ვრცელდებოდა ახალ პროექტზე „არქი კიკვიძის ბაღთან“. „არქის „დიდი ფასდაკლების დღე“ ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა, თუმცა ამჯერად ღონისძიებამ ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბა. 151 ახალი არქელი ოჯახის დამატება ერთ დღეში, პირველ რიგში იმ ნდობას უსვამს ხაზს, რასაც ჩვენ მომხმარებლისგან ყოველდღიურად ვგრძნობთ. არქის მთელი გუნდის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მაცხოვრებლების კმაყოფილება და კეთილდღეობაა, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ. ვულოცავთ თითოეულ არქელს ჩვენს დიდ ოჯახში გაწევრიანებას და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით გამოცხადებული ნდობისთვის“, – ამბობს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
არქის ექსკლუზიური „დიდი ფასდაკლების დღე“ ყოველთვის დიდი წარმატებით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიის დროს, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, არქის აღნიშნული ღონისძიებების შეჩერება მოუწია. ამ თარიღამდე კომპანიის რეკორდი „დიდ ფასდაკლების დღეზე“ გაყიდული 99 ბინა იყო, თუმცა შაბათს არქიმ უპრეცედენტო შედეგი – ერთ დღეში გაყიდული 151 ბინა დააფიქსირა.
არქი ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანია 16 წლიან გამოცდილებას და 20 000-ზე მეტ მაცხოვრებელს – არქელს ითვლის.
კომენტარები