3 ოქტომბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ საზოგადოებას ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi წარუდგინა.
არქი ამ უნიკალურ პროექტს „ლე მერიდიენთან“ პარტნიორობით ანხორციელებს, რომელიც Marriot International-ის ჯგუფში შემავალი სასტუმროების საერთაშორისო ბრენდია. „ლე მერიდიენი“ მსოფლიო მასშტაბით 119 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აერთიანებს. მისი თითოეული სასტუმრო გამოირჩევა ელეგანტური, თანამედროვე დიზაინით და ორიენტირებულია სტუმრებისთვის სრულყოფილი დასვენების გამოცდილების შექმნაზე.
პრეზენტაცია სიონში გაიმართა და ღონისძიებას ესწრებოდნენ არქის პარტნიორები, „მარიოტის“, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „მარიოტის“ წარმომადგენელი სენერ სოილუ, არქის დამფუძნებლები ილია წულაია და ზაზა ფაჩულია.
„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ უნიკალური დასასვენებელი კომპლექსი. არქის სიონის კომპლექსი უნიკალურია, რადგან საქართველოში იქნება პირველი კომპლექსი, სადაც შესაძლებელი იქნება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება, აპარტამენტის ინვესტიციისთვის შეძენა და ვილებში ცხოვრება. ამასთან ერთად, ჩვენ მაცხოვრებლებსა თუ დამსვენებლებს სრულყოფილ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს შევთავაზებთ, რომელიც არათუ სიონში, ქვეყნის მასშტაბითაც საუკეთესო იქნება.“ – არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილებს უპასუხებს და მაქსიმალურად კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. კომპლექსი შენდება სიონში, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც ბუნებაში დასვენებასა თუ ცხოვრებასთან ერთად, ქალაქთან სიახლოვე სურს. სიონი თბილისიდან მხოლოდ 50 კმ.-ში, თბილისის ეროვნული პარკთან ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით. ტბა და მთა, უნიკალური ბუნება ქმნის ისეთ კლიმატს, რომელიც სიონს ოთხივე სეზონზე მოთხოვნად კურორტად აქცევს.
„ეს კომპლექსი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ არქი მუდმივად ვითარდება და ამასთან ერთად, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებასაც. მსგავსი პროექტის საერთაშორისო ბრენდ „ლე მერიდიენთან“ ერთად განხორციელება ტურისტებში სიონის პოპულარობას გაზრდის და ინვესტორებსაც მოიზიდავს. ჩვენ შევქმნით ელიტარულ დასასვენებელ კომპლექსს, რომელიც ქართველი თუ უცხოელი სტუმრებისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ გამორჩეული და მასშტაბური პროექტის განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.“ – არქის დამფუძნებელი ზაზა ფაჩულია.
„ლე მერიდიენისა“ და არქის პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის და იდეალური დასვენების შესაძლებლობას შექმნის. კომპლექსი მოიცავს Le Méridien By Marriott International-ის სასტუმროს, საცხოვრებელ ვილებსა და აპარტოტელებს. ამ სამივე მიმართულებას კი სრულყოფილი ინფრასტრუქტურა გააერთიანებს – Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს ტერიტორიაზე განთავსდება: 2500 კვ.მ. ღია და დახურული აუზები; აკვაპარკი და ზამთრის ღია ცხელი აუზი; 3000 კვ.მ. სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი და ფიტნეს დარბაზი; 550 ადამიანზე გათვლილი წვეულებების დარბაზი, საკონფერენციო ოთახები და ტერასა; 5 რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და კაფეები; ღია კინოთეატრი და ამფითეატრი; საბავშვო გასართობი სივრცე; ზამთრის ბაღი; ვერტმფრენის მოედანი; 3 კმ ბულვარი ტბის პირას, საფეხმავლო და ველობილიკები; ჩოგბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები; პადელის კორტები; სათევზაო ზონა და ზიპლაინი.
„მიხარია, რომ ვესწრები ამ არაჩვეულებრივი პროექტის პრეზენტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია არქის და „ლე მერიდიენის“ პარტნიორობით მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას.“ – საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს არქიტექტურა დახვეწილი და გამორჩეულია. აპარტოტელების ინტერიერის დიზაინზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანულმა კომპანია De salles flint-მა.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის. მინდა, ინვესტორებს, პარტნიორებსა და პროექტის შემქმნელებს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის, გამორჩეული კომპლექსის წარდგენა მოგილოცოთ.“ – „მარიოტის“ წარმომადგენელი სენერ სოილუ.
მთელი ღონისძების განმავლობაში იგრძნობოდა ამაღლებული განწყობა. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს ცოცხალი მუსიკის თანხლებით ფურშეტით გაუმასპინძლდნენ, ხოლო ღონისძების დასრულების შემდეგ მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიონის ულამაზესი ბუნება დაეთვალიერებინათ და დეტალურად ენახათ ადგილი, სადაც არქის ელიტარული დასასვენებელი კომპლექსი შენდება.
(R)
კომენტარები