„ხალხის ძალის“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი:
„ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე 2007-2008 წლებში ოპოზიციაში იყვნენ და იმ საშინელ ფაქტებს ჰყვებოდნენ, რომლებზეც ახლა საუბარი მე მიწევს. ირინა ენუქიძესთან სწორედ ეს ადამიანები ისხდნენ და მოთქვამდნენ, როგორი სამარცხვინო რეჟიმი არსებობდა. ნუთუ არ რცხვენიათ, საკუთარ შვილებს როგორ უყურებენ თვალებში და სააკაშვილის სიმულაციას გვასაღებენ, რომ კვდება და დავეხმაროთ. ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან, ამიტომ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. არქივიდან ამოიღეთ, რას საუბრობდნენ სააკაშვილზე ხიდაშელი, სანიკიძე, ფოფხაძე, ბესელია, მარგველაშვილი და სწორედ ეს გაუშვან „სიენენზე“. ეს ადამიანები 2012 წელს იყვნენ ხელისუფლებაში და საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, რომ კოჰაბიტაციის მომხრე იყვნენ და სწორედ მათ უზრუნველყვეს, რომ სამართლიანობა არ დამდგარიყო. სწორედ ეს აგენტურაა, რომელიც სის სათავეშია და რას ითხოვენ? – სპეცოპერაცია ტარდება და აჩვენებენ, რომ სააკაშვილმა წვერი არ გაიპარსა, თმა ჩამოიშალა, თითქოს ვერ დადის და ასე შემდეგ. ეს არ არის განვითარებული დასავლეთი, ეს არის სპეცოპერაცია იმ ადამიანების, რომელთაც სურთ, საკუთარი სურვილები აისრულონ, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნან და მმართველობაში ყურმოჭრილი მონები ჰყავდეთ“
კომენტარები