გირჩი–მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
სხვებს რომ აკრიტიკებ შენ რა გეგმას გვთავაზობო – ბევრისგან იყო შემხვედრი კრიტიკა.
საწყის ეტაპზე გთავაზობთ სიმართლეს და რეალობისთვის თვალის გასწორებას. ფარისევლობის კასკადში მე რაც არ უნდა შემოგთავაზოთ, ამ წუთას წყლის ნაყვა იქნება.რეალობა არის ის, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, გვყვავს 50 სინდისის პატიმარი, უკრაინის საკითხის ფონზე საერთაშორისო ყურადღება დაბალია, ტრამპი განიხილავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას, ხოლო აქტივისტები ჯიუტად და გმირულად უნარჩუნებენ ქვეყანას ნამუსს და 26ში გეგმავენ მარშს დიდუბიდან პროკურატურამდე.ამის პარალელურად გვყვავს ოპოზიცია, რომლის ერთი ნაწილიც ამბობს, რომ ბოლომდე უნდა მივაწვეთ, უნდა დავაბოიკოტოთ ყველა და ყველაფერი, არ შევხვდეთ ეუთოს წარმომადგენელს და უარი ვთქვათ მისთვის, თუნდაც ხალხის გზავნილის გადაცემაზე, ასევე, ინდივიდუალურად უერთდებიან აქტივისტების ორგანიზებულ აქციებს.არის მეორე ნაწილიც, რომელიც ასევე აწვება ბოლომდე, თუმცა არ აბოიკოტებს ყველას და ყველაფერს, ხვდება ეუთოს წარმომადგენელს, ქმნის კომიტეტებს, ფრონტებს და პლატფორმებს, აგროვებს დამკვირვებლების ჯარს და არ გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას, თუნდაც პოლიტპატიმრების პირობებში.ამასთან, “კოორდინაციის” ფარგლებში აორგანიზებენ 26 მაისის აქციას, სადაც ისედაც აპირებდა ხალხი გამოსვლას და სიტყვას არ ძრავენ 26 აპრილის მარშზე.ანუ, არსებობს ორი ოპოზიციური ფლანგი, რომელიც აწვება ბოლომდე, “აწვებიან” რევოლუციას, მაგრამ მარშს აწყობენ აქტივისტები.ამ სიგიჟის ფონზე, პოლიტიკოსები დადიან ეთერებში და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხობენ არაფერს. არ სხდებიან ერთმანეთთან საჯარო დებატებზე, არ ხსნიან საჯარო დისკუსიებს და ყველა არის მოლოდინის რეჟიმში, რომ – “რაღაცა იქნება”.ამ რაღაცა იქნებას იყენებს ივანიშვილი – ხან ეუთოს წარმომადგენელს ხვდება, ხან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს და კიდევ ვის შეხვდება კაცმა არ იცის. ჩვენგან კი ამაზე პასუხიც არის ქილიკი და დაცინვა.შესაბამისად, საზოგადოებას 0 ნდობა აქვს პროცესის მიმართ და ამ ნიჰილიზმის ფასს იხდიან სინდისის პატიმრები ციხით, ხოლო აქტივისტები – ჯარიმებით.მე გამოსავალი ნდობის აღდგენით დაწყება მგონია და სანამ მე რეალობის აღწერაზე გამაკრიტიკებთ, ჯერ იმ ხალხს მოკითხეთ პასუხები, ვინც “ბოლომდეს” შეძახილებით გულს გფხანთ, მხოლოდ თარიღებს კიდებს და აქციები ისევ აქტივისტების იმედად ეწყობა.
პ.ს. მნიშვნელოვანია 26 აპრილს ბევრი ვიყოთ და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილის ჩვენი ხმა.
კომენტარები