ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია:
“თბილისის მერია / Tbilisi City Hall არსებობს “მოკლე ჩართვის” ავტომატები და არსებობს “გაჟონვის” ავტომატები (Earth-leakage Breaker). ხშირად კი არა და ყოველთვის, აქაური პრაფესორა ელექტრიკები ყველგან აყენებენ მოკლე ჩართვის ავტომატებს, ატმორებზეც, გათბობებზეც და ა.შ. ავიწყდებათ ერთი რამ, რომ მოკლე ჩართვა კი არ კლავს ადამიანს, ადამიანს კლავს გაჟონვა. გაჟონვის ავტომატები უფრო ძვირია მოკლე ჩართვის ავტომატებთან შედარებით, შეიძლება სამჯერ და 4-ჯერაც კი, მაგრამ გარანტირებულად ინარჩუნებს სიცოცხლეს! სამწუხაროდ ბევრი მაღაზიაც არ არის აზრზე რომ თავად აქვთ ასეთი ავტომატები გაყიდვაში. რომ კითხო, მოგაჩეჩებს მოკლე ჩართვის ავტომატს, ვერ ერკვევა და ამიტომ. ჩემი ნება რომ იყოს ყველგან ამ ავტომატებს დავაყენებდი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მაინც. როგორც კი მცირედ გაჟონვას იწყებს, მომენტალურად გათიშავს. წრედი თუ ფელეფურთხულად აქვს ელექტიკს გაკეთებული, მაშინაც გათიშავს და ჩართვის საშუალებას არ მიცემს. მოკლე ჩართვის ავტომატი კი მიცემს. ამაშია საქმე- წრედში რამხელა დენიც შევა, იმდენივე უნდა გამოვიდეს მეორე მავთულიდან, თუ არა და გათიშავს. ეს უფასო კურსია, თუ წაიკითხავთ და თუ მიხვდებით საერთოდ რა დავწერე.”
კომენტარები