მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ Facebook Inc. შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეკრული იყოს, რათა ამ უკანასკნელმა ისევ გაიმარჯვოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისი განცხადება 89 წლის ჯორჯ სოროსმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
„ვფიქრობ, არსებობს რაღაც ტიპის არაფორმალური ოპერაცია, ან შეთანხმება, რომელიც დონალდ ტრამპსა და Facebook-ს შორის არის“, – აცხადებს ჯორჯ სოროსი.
მილიარდერის მოსაზრებით, Facebook-ი შესაძლოა ტრამპს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში ეხმარებოდეს, რაც იმით გამოიხატება, რომ ავრცელებს დეზინფორმაციას, ხოლო ტრამპი კი თავს მხრივ სოციალურ ქსელს იცავს.
„ამის გამო ძალიან ვღელავ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო“, – აცხადებს სოროსი.
სოროსს თავისი თეორიის დამადასტურებელი არანაირი სახის მტკიცებულებები არ ჰქონია.
კომპანიის წარმომადგენელმა კი აღნიშნულთან დაკავშირებით Bloomberg-თან განაცხადა, რომ ეს სრული სიცრუეა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯორჯ სოროსი Facebook-ს აკრიტიკებს. 2018 წელს, აგრეთვე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მან Facebook-ი აზარტული თამაშების კომპანიას შეადარა და განაცხადა, რომ კომპანია მომხმარებლებში დამოკიდებულების გაჩენას უწყობს ხელს.
კომენტარები