ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“არსებობს თუ არა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე?
ჩემი აზრით, ასეთი საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგრამ ამ ეტაპზე ამის ალბათობა ნაკლებია და აი, რატომ:
– ამ ეტაპზე პუტინი ახლადმობილიზებულების საშუალებით ცდილობს თავდაცვაში გაჩენილი ხვრელების ამოვსებას. მასეთ ადგილას კი ბირთვული იარაღის გამოყენება პირველ რიგში ამ მობილიზებულ ბიდლოთი დაკომპლექტებულ ჯარს ჩამოშლის (პირველები ეგენი გაიქცევიან ბრძოლის ველიდან ბირთვულ აფეთქებას რომ დაინახავენ). ეს კი პუტინს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის და არ აწყობს.
ჩემი აზრით, პუტინი ბირთვულ შანტაჟს მიმართავს იმ მიზნით, რომ დასავლეთი და უკრაინა დაიყოლიოს მოლაპარაკებებზე (სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე). ეს კი მას, მისი გადასახედიდან სიტუაციის გადარჩენის საშუალებას მისცემდა.
რა თქმა უნდა, დასავლეთი და უკრაინა ამ შანტაჟს არ აყვება და პუტინს ოკუპირებულ ტერიტორიებს არავინ აჩუქებს. ამიტომ კრემლის მხრიდან ბირთვული შანტაჟის დონე მოიმატებს.
ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალური გახდება მაშინ, როდესაც ეს ახლადმობილიზებულებიც განადგურდებიან და პუტინი დაინახავს, რომ ომი წაგებული აქვს (თუ იგი მანამდე ამ პროცესში არ ჩამოაგდეს).
ასეთ შემთხვევაში მას ექნება ორი არჩევანი:
1. აღიაროს ომში დამარცხება. მაშინ იგი შეიძლება საკუთარმა გენერლებმა ჩამოაგდონ და ფიზიკურადაც გაანადგურონ;
2. განოიყენოს ბირთვული იარაღი და ამ შემთხვევაში დადგეს დასავლეთის მხრიდან ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე.
ამ არჩევანის გაკეთებისას ერთ პატარა ნიუანსაც კი შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს და რა არჩევანს გააკეთებს მაშინ პუტინი, დღეს ამას ვერავინ იტყვის.”
კომენტარები