“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:
“მიუხედავად იმისა, რომ ექიმები და ექთნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს ემსახურონ, ჯანდაცვა უამრავი მოქალაქისთვის მიუწვდომელ ფუფუნებად იქცა. გასული 8 წლის განმავლობაში, ფასები მედიკამენტებზე 74.3%-ით გაიზარდა!
შემაშფოთებელია, რომ ბევრ ქართველს უწევს არჩევანის გაკეთება შეიძინოს საკვები თუ მედიკამენტები. აღმაშფოთებელია ასევე ის, რომ ჩვენს მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს უწევთ ბანკიდან 36%-იანი სესხის აღება იმისთვის, რომ გაწვდნენ საჭირო მკურნალობის ხარჯებს.
“დამსხვრეული ოცნებების” ხელისუფლებას უბრალოდ არ აინტერესებს ხალხი მაშინ, როდესაც მათი მეგობრები და მხარდამჭერები, ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, სარგებელს იღებენ.
როდესაც მე პრემიერ-მინისტრი გავხდები, აღმოვფხვრი ოლიგოპოლიებს ფარმაცევტულ სექტორში, შევამცირებ ფასებს მედიკამენტებზე მინიმუმ 30%-ით და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება!”
კომენტარები