ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ანა წითლიძე, რომელიც ძალიან ხშირად და უმეტესად დამოუკიდებლად და მარტო აწყობდა ბრიფინგებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე, თუმცა, რატომღაც ოპოზიციის წევრებისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, ეს აქტუალური თემა არ აღმოჩნდა, წერს:
ახლა როდესაც ცოტა აზრზე მოვედი არჩევნების დღის შემდეგ, მოვყვები იმას რასაც ყოველ დღე ბრიფინგებზე ვყვებოდი, ვყვიროდი და შველას ვითხოდი რადგან ზუსტად ვხედავდი და ვგრძნობდი რომ არჩევნებს ასრულებდნენ არჩევნების დღემდე.
არჩევნების დღეს სულ რომ არაფერი არ ექნა ოცნებას – არჩევნების დღემდე ჰქონდა არჩევნები დასრულებული და მთავარი სქემა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა იყო.მადლობა ღმერთს, ეუთო ოდირი, IRI და NDI – ჩემთან ერთად იყვნენ და შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ ეს ადამიანები, მოვახერხე და კონფიდენციალურობის დაცვით ჩავაწერინე ადამიანები ვისაც წაართვეს პირადობები, გადავეცი ათეულობით აუდიო და და ვიდეო მასალა. ამის მოპოვებაც უდიდესი ძალისხმევის შედეგად შევძელით.ამ სქემაში ჩართული იყო ყველა: სუსი, პოლიცია, კანონიერი ქურდები, სოციალური სააგენტო საერთოდ ყველა. არანაირი დავლება არ ჰქონია ქართული ოცნების შტაბს სხვა, გარდა ერთადერთისა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.
215 პირადობის მოწმობა დავაბრუნებინე. ასე ავდექი,დავურეკე, ზოგს დავადექი და ვუთხარი თუ არ დააბრუნებთ ჟურნალისტებს მოგიყვანთ ადგილზეთქო.
ყველა შეხვედრაზე საერთაშორისოებთან ვამბობდი რომ ეს მაშტაბი პირადობების ჩამორთევის მაშინებდა. ყველა ეთერში ამაზე ვყვიროდი.სამწუხაროდ ერთადერთი ვიყავი ვინც ამას ვიძახდი. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ამაზე ხმა არ ამოუღია, პოზიტიური კამპანია გვაქვს და არ შეიძლებაო… უფრო მეტიც, იყვნენ ისეთები ვინც ფბ პოსტებს მიძღვნიდნენ სისულელეა ეგ პირადობები, არაფერში სჭირდება ხელისუფლებასო. ან პირადობა რად უნდათ დიდი პასპორტი ხომ აქვს ხალხს მაგით მისცეს ხმაო. წარმოდგენა არ ჰქონდათ რომ სოფლებში ხალხს პირადობის მოწმობის გარდა არანაირი სხვა პასპორტი არა აქვს.ახლა აღმოჩნდა რომ ასეულობით კი არა რეალურად ათასობით პირადობის მოწმობაა ამოღებული, ზოგი დაშინებით, ზოგი მოსყიდვით, ზოგი სამსახურის დაკარგვის შიშით, ისეთებიც კი გვყავდა შვილების სიცოცხლის მოსპობით რომ დაემუქრნენ და ისე წაიღეს პირადობები.მერე ადგნენ და ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით ან პირადი ნომრებით ხმა საერთოდ სხვა ადამიანებმა მისცეს ქართული ოცნების სასარგებლოდ.
ჰოდა, თქვენი გაშიფრული გაყალბების სქემა არ გაიშვას.
Zurab Girchi Japaridze – ჩემი კადრები რომ გამოიყენე ვიდეოში კარგია უბრალოდ, მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამას რომ ვყვიროდი მაშინ ერთხელ მაინც ამოეღო ხმა თქვენს რომელიმე წარმომადგენელს უკეთესი იქნებოდა. ამით იქნებ ბევრი დაგვეზღვია.
კომენტარები