პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ „ოცნებას“ და მისი გამდიდრების სადარაჯოზე მყოფ ფიქტიურ ანტი-კორუფციულ ინსტიტუტებს ზეიმი ჰქონდათ – კორუფციას ვამარცხებთო. ღარიბაშვილის აქამდე პენსიონერი მამა უცებ მილიონერი ბიზნესმენი აღმოჩნდა და ანტი-კორუფციულის უფროსმა (ღარიბაშვილმა რომ დანიშნა) დეკლარაციაში დარღვევები ვერ აღმოვაჩინეთო. კობახიძემ ბოლო ერთ თვეში (ანუ რაც მე დავინიშნე) ავშენდითო. პროკურატურამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი პრიორიტეტია და ხელშესახები შედეგები გვაქვსო. სინამდვილეში, ბოლო დროის ელიტური-პოლიტიკური კორუფციის არც ერთ ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაუწყიათ:
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია;
თბილისის მერიის და საკრებულოს კორუფცია – მშენებლობის ნებართვები ოცნების შემომწირველებზე, დეპუტატებზე და ოჯახის წევრებზე;
ღარიბაშვილის მიერ ცოლის და სიდედრის სახელმწიფო ტყით დასაჩუქრება;
ღარიბაშვილის ჩარტერული რეისი;
ვაკის-პარკის ტრაგედია (არც ერთ პირს ბრალი კორუფციისთვის არ წარდგენია);
მოსამართლეთა სანქცირება მნიშვნელოვანი კორუფციისთვის;
კორუფციული ინტერესები „ჯორჯიან მანგანეზში“.
სინამდვილეში, არც ერთი ანტი-კორუფციული უწყება დღეს კორუფციას არ ებრძვის. ყველა მათგანი ემსახურება ერთ მიზანს: დაიცვას „ოცნება“ და უსაფრთხოდ აკეთებინოს ფული 25 ოჯახს „ოცნება“ ახდენს კორუფციის ნორმალიზებას. ამ ფონზე რა გასაკვირია, რომ ღარიბაშვილი კორუფციისთვის სანქცირებულ ჩინჩალაძე-მურუსიძეს სისტემის მსხვერპლად აცხადებს.“
კომენტარები