,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
,,ერთსაც დავწერ და სოფელში წვიმის შრიალით დავტკბები. ვერავინ ვერ დამაბრალებს არატოლერანტობას! არც ერთი წვერებიანი, თუ ყვერებიანი ქალის მიმართ სიტყვა არ დამიწერია! ჩემი საქმე არაა, ვის სად და რა ეზრდება! ჩემს ამ დამოკიდებულებაში, დიახ, სწორედ რომ ტოლერანტობას ვხედავ. მაგრამ! მორწმუნე ადამიანების გრძნობებით მანიპულირება, დიახ, თავისი ცხოვრების წესის პროპაგანდირებით, რაც არა მხოლოდ ქრისტიანობის სწავლებას ეწინააღმდეგება – იყო, არის და იქნება ჩემი გამოხმაურების საბაბი.
რაც შეეხება ნიდერლანდელი მხატვრის ნამუშევრის “რიმეიკს”, ვიმეორებ – ორგანიზატორებმა ოფიციალური ბოდიში სწორედ იმისთვის მოგვიხადეს, რაც არ მოგვჩვენებია. ბოდიში მიღებულია თქო, და ეხლა ნურც რომის პაპზე დიდი კათოლიკები და ნურც ლუციფერზე დიდი ეშმაკები ნუღა გამოვალთ. გავაგრძელოთ რამენაირად ეს იდეოლოგიურად განსხვავებული თანაცხოვრება – იქნებ რამე სხვა ფასეულობებმა მაინც გაგვაერთიანონ. განა რამდენი დაგვრჩა ჭეშმარიტებასთან ჩახუტებამდე, როდესაც უფალი, პირველ რიგში, საკუთარ თავებთან შეგვარიგებს”
კომენტარები