“ქართუს” ყოფილი თანამშრომელი, მედეა შაფათავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს ლოგინიდან ადგომა მომიწია ასე მძიმედ შეშუპებულს და სასამართლოში მისვლა (ვინც არ იცით, პატარა ოპერაცია გამირთულდა და ტკივილგამაყუჩებლების overdose-მა კინაღამ
წამიყვანა).
სხდომა ჩემი თხივნით გადაიდო, და მოპასუხე მხარე ითხოვდა დასაბუთებას. მომიწია ერთ საათში დავმსგავსებოდი იმას, რასაც ხედავთ და მივსულიყავი. გამიმართლა და მოვასწარი მისვლა.
რატომ ვწერ:
ქართუ, #cartu, მადლობა, რომ ასე დამაფასეთ და ამდენად ძლიერი დესანტი გამოუშვით მცირე დაზუსტება, ბევრი შეტყობინება მივიღე, ამიტომ: 3 ადვოკატით იყო წარმოდგენილი, ყველა – ქართუს თანამშრომელი). ნამდვილად დასაფასებელია, როცა ამდენად ძლიერ მეტოქედ გთვლიან და პოზიციებს ასე მყარად იმაგრებენ.
ადვოკატი, გვარს არ ვწერ, რომელიც ნაცებისგან მიცავდა ფეხმძიმობის ბოლო თვეებში 2012-ში, ჩემს საპირისპიროდ იჯდა დღეს. მაშინ ამას მეგობრობით და სრულიად უანგაროდ აკეთებდა. მე ფენომენალური მეხსიერება მაქვს და ცუდიც და კარგიც ერთნაირად მახსოვს. მძიმე რეალობის მიუხედავად, მის მიმართ მაინც განსაკუთრებული ემოცია მაქვს. წაიკითხოს, მან ეს იცის და გულით მინდა, ამ იდიოტობამ ჩვენი ურთიერთობა არ შელახოს. როცა დავინახე, გამიხარდა. ჩემთვის დღემდე ძვირფასია, მისი დღევანდელი იძულებითი პოზიციის მიუხედავად.
მოპასუხე, რომლის ქცევის გამო დადგა ის რეალობა, რაც დადგა და ღმერთია მოწმე: თუ არსებობს მნიშვნელობა “არ მინდა”(!) , ეს სასამართლო
იყო “არ მინდა” მილიონჯერ, და ეს პირდაპირ მაქვს ნათქვამი, მაგრამ რა გაეწყობა; ვინც შექმნა ეს გარემოებები, ყველაფრის თავიდან აცილებას და დუმილით თავშეკავებას ცდილობს.
ადვოკატი ცდილობდა, დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ იურისტი ვარ და რომ მე მარტოსაც შემიძლია თავდაცვა (ვიდი მაინც ნახეთ ჩემი, ნახევრად ცოცხალი ვარ).
არა, რამე რომ იყოს, 24 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქალს პენსიონერი როცა მიძახეს, ჩემი არც ცოდნა, არც უსერიოზულესი ფართო სპეციალიზაცია არ ახსოვდათ. არც იურისტის და არც ეკონომისტის დიპლომი, ეხლა სასამართლოში გაახსენდათ ჩემი იურისტობა?
ბრავო. მადლობა. ჩაგითვლით პლიუსში სამომავლოდ.
მოუმზადებელი ვიყავი, მძიმედ
მოწამლული ვარ ჯერ ისევ, თორემ კი ბატონო. მაგრამ რატომ ეცადეთ ასე? რატომ არავინ ერთი ზარი, ერთი სმს არ გამოუშვით აქამდე, არც ერთმა არ იკითხეთ, დეა, რატომ? ან საერთოდ, როგორ ხარ იმ შარში, რომელშიც გაგხვიეთ? იქნებ რამე გჭირდება??
ან იქნებ მოგარიგოთ, წლებია, გვერდიგვერდ ვშრომობთ.
იქნებ დავსხდეთ და მოიძებნოს გამოსავალი? მაგრამ აწყობთ ჩემთან მორიგება? ასეთი მყვირალა მოსიარულე სიმართლე ვის რაში დაეკარგა ამ
გოთვერნების ზეობის ქვეყანაში?
მადლობა. მეტს მოველოდი ნამდვილად. ეტყობა ჩემი ადამიანობის ხარისხი ცოტა სხვა განზომილებაშია და ამ
ცხოვრებას არ უხდება.
მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
მისურვეთ წარმატება და თხოვნაა, შეშუპებული სახე არ შეიმჩნიოთ
მადლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოსამართლეს პირადად, გვარს არ დავწერ. კი ნახა რეალობა.
ისეთი თვალებით მიყურებდა, მიხვდა რა დღეშიც ვიყავი.
ადამიანური მადლობა”
კომენტარები