აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ ბლადაძე დღეს ბათუმის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციას, სოციალური ქსელით ეხმაურება:
,,სირცხვილის კორიდორი” არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ . თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს“, –
„დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას, საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი…
დედის საფლავს გეფიცები, ,,სირცხვილის კორიდორი”, არც გაბედოთ,თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს..
არ ვცხოვრობ ისე,რომ ეგ მაკადროთ!!!
მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ.“
შეგახსენებთ, დღეს სამოქალაქო მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისულ დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყეს.
კომენტარები