მამა ნექტარიოს მჭედლიძე:
“მე არ მჯერა იმ მღვდლების და ბერების როდესაც შენს ქვეყანაში თუნდაც ერთი ადამიანი ნაგვის ურნაში იქექება საკვების მისაღებად, მე არ მჯერა იმ სასულიერო პირების შენს ქვეყანაში თუნდაც ერთი ბავშვი ახალ წელს მშიერი ხვდება და შენ სახლს იშენებ (გაქვს და დამატებით) და ძვირად ღირებული მანქანით დადიხარ, მე არ მჯერა იმ მღვდლების როდესაც შენს ქვეყანაში მოხუცები უწამლობის გამო იღუპება და შენ ეს არ გაწუხებს, მე მჯერა ღმერთის რომელიც მეუბნება თუ ორი სამოსი გაქვს ერთი მიეცი იმას ვისაც არ აქვს, მე მჯერა ღმერთის რომელმაც სავლე გახადა პავლე, არც იმ მრევლის არ მჯერა როდესაც მშიერ მეზობელს გვერდი აუვლის და პურს მე მომიტანს რადგან მე რომ მღვდელი არ ვიყო და მისი ღარიბი მეზობელი ვიყო, მეც ასე მომექცევა გვერდს ამივლის და მას მიუტანს, მსახურება ნიშნავს ემსახურო და არააა გემსახურონ, ქრისტე არის გაჭირვებულებთან მისი შობაც გვამცნობს სად არის ღმერთი უბრალოებაში.”
კომენტარები