ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ახლავე მოგახსენებთ ჩემს აზრს, რატომაც ვჭყლოპინებთ ამერიკის ამბებზე და რატომ გვახუმრებს, რაც იქ ხდება.
მთელი 30 წელია, რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსი სუფევს. რომ დემოკრატია ვერ ავაშენეთ; რომ სულ რაღაც დემოკრატიის ტესტებს ვაბარებთ, ვაბარებთ და ვერც ვაბარებთ; არჩევნებს ვერ ვატარებთ; სასამართლო არა გვაქვს; ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა თასების თასივით ერთხელ გვქონდა …
ახლა კი უცებ ამერიკაში დაიწყო პროცესი, რამაც ჩვენ, ტრავმირებულ ნაროდს, 1991-1992 წლები გაგვახსენა და უეცრად მივხვდით, რომ არც ისე @@ები ვყოფილვართ, როგორც აქამდე გვეგონა”
კომენტარები