“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატის, ისკო დასენის ე.წ. ქოლცენტრებთან შესაძლო კავშირზე საუბრობს, ისკო დასენმა მას ასე უპასუხა:
“გიორგი ვაშაძეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, არ წარუდგენია და ვერც წარმოადგენს. არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს, შვილებს არანაირი ურთიერთობა, არასდროს არ ჰქონიათ ამ ქოლცენტრებთან და საერთოდ ამ დანაშაულებთან. დასახელებული არიან ასევე გვარები – ზურაბ ლეშქაშელი, მიხეილ არახამია, ქეთევან თევდორაძე და მალხაზ ამოაიანი. ვაცხადებ, არც ერთ ამ პიროვნებიდან არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრები არ იცნობენ. დღევანდელი განცხადებით, ვაშაძე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ყველამ ვიცით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს და დადგინდება, თუ ვის მიერ არის ჩადენილი ეს დანაშაულები“
კომენტარები