საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ უკვე 3 საათია ირაკლი კობახიძის დემაგოგიას და ლექციებს ისმენენ და იკითხა, მიეცემოდა თუ არა საშუალება, პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ასევე ესაუბრათ და დროს აკონტროლებს, თუ არა სასამართლო. თამარ ჩუგოშვილს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
–პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება, არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავით და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხართ, სირცხვილია, ღირსების ამბავია.
–ღირსების ამბავია ნამდვილად თქვენი ეს საქციელი, – უთხრა ჩუგოშვილმა კობახიძეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაპირდა პრეზიდენტის წარმომადგენლებს, რომ მათ ექნებათ შესაბამისი დრო სასაუბროდ.
კომენტარები