ირაკლი ბოლოხიძე, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში” აქვეყნებს სქრინებს და წერს:
“თუ რაჭაში წასვლას აპირებთ
19-20 იანვარს დაჯავშნილი მქონდა კოტეჯი ჰაერი utsera cabins. წინა დღეს განგებ დავურეკე პატრონს და ვკითხე, რამდენად მივიდოდი კოტეჯამდე მანქანით, რაზეც მივიღე პასუხი რომ ზამთრის საბურავი თუ მეყენა უპრობლემოდ ავიდოდი. მაზდა cx 9 მყავს, ბრიჯსთოუნის ზამთრის საბურავებით, გზაში რამდენიმე ადგილას გაუჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა კოტეჯის მიმდებარე ტერიტორიამდე მაინც ავედით. ბოლო აღმართზე ჩავრჩით, საფუძვლიანად, იქვე ჩარჩა მეორე მანქანაც, ადგილობრივების. ვეკონტაქტებით კოტეჯის პატრონს, იქნებ დაგვხმარებოდა რამით, იქნებ სოფელში ვინმეს კარგი ჯიპი ყოლოდა დასაბუქსირებლად, ან ელემენტარული ნიჩაბი მაინც ეშოვნათ, მაგრამ დახმარების ნაცვლად იქით აღშფოთდა, მე რატომ უნდა დაგეხმაროთ რამით, რო მოდიოდი არ იცოდი სად მოდიოდიო? არადა ზუსტად ამ ადამიანმა მითხრა წინა დღეს ზამთრის საბურავით უპრობლემოდ ახვალო, თორე უწერაში კოტეჯის ჯავშანს მეთვითონ გავაუქმებდი და დავრჩებოდი ონში.
არ დახმარებას და სტუმრისადმი უყურადღებობას ვინ ჩივის, ამხელა გზაზე, თბილისიდან ვიყავით წამოსულები, შეციებულები, და ვითომ იმიტომ რომ “არ მოეწონა ჩვენი დამოკიდებულება” თავისი ინიციატივით, თავისი სურვილით, არც სირცხვილმა დაუშალა და არც კაცობამ ჯავშანი გააუქმა, ვერ დარჩებით კოტეჯშიო, სტუმრები თოვლსა და ყინვაში დაგვტოვა სახლის გარეშე, საკუთარ სტუმარს კი არა, შემთხვევით მოხვედრილს არ უზავდნენ მაგას ჩემს სოფელში! მიუხედავად იმისა, რომ გაუქმება მისივე მიზეზით მოხდა თანხის 20% მაინც გადასარევად დაიტოვა და კიდევ იქით იყო გონორზე
მოკლედ, თუ დაჯავშნით, იცოდეთ რომ თქვენც შეიძლება არსაიდან აგიშარდეთ პატრონი და ნამგზავრს, დაღლილს ჯავშანი გაგიუქმოთ, არ მოერიდება. თავად კოტეჯზე ვერაფერს ვიტყვი, არ მინახავს, თუმცა წყალი გაიყინა არ მოდისო, ეს მხოლოდ ჯავშნის დადების მერე მითხრეს (ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, მართლა არ ვართ პრეტენზიული სტუმარები, ბირთვისის გამოქვაბულებში გვძინებია და რამენაირად უწყლო კოტეჯსაც ავიტანდით)
ქვემოთ დავდებ სქრინებს თუ რა შეიძლება ეწყინოს ასე ძალიან კოტეჯის პატრონს, სწორედ ამ მინაწერების მერე დაიწყო რაღაც უკმეხი აგრესიული საუბარი და გააუქმა ჯავშანი. თავად გადაწყვიტეთ ღირს თუ არა მაგ კოტეჯში წასვლა, მე არავის არაფერს ვურჩევ.
ყურადღებისთვის მადლობა!”
იმ შემთხვევაში, თუ კოტეჯი “ჰაერი” კომენტარს გააკეთებს, “ალია” მასალას აქვე განაახლებს.
კომენტარები