“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი, “ტვ პირველთან” ინტერვიუს დროს, პასუხობს კითხვებს პარტიაში მოსალოდნელ არჩევნებზე და არ ამბობს მხარს დაუჭერს, თუ არა, ნიკა მელიას, თუმცა, ამბობს, რომ მიესალმება ხატია დეკანოიძის კანდიდატურას:
“ეს არის ხატიას გადასაწყვეტი, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას. მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საკრებულოებიდან წამოვიდა – ხალხთან აქვთ შეხება, ველზე მუშაობენ, ჩათვალეს, რომ საჭიროა გადატვირთვა და ახალი ლეგიტიმაცია სჭირდება პარტიის თავმჯდომარეს და ისიც მისასალმებელია, რომ პარტიის თავმჯდომარემ მიიღო ეს გამოწვევა, გამოაცხადა არჩევნები. ხატია დეკანოიძე ჩემი მეგობარია, გამოკვეთილი ლიდერი და სახეა ჩვენი პარტიის, კანდიდატურას თუ დააყენებს მე მივესალმები მისი მხრიდან ამ ინიციატივას. პარტიაში ყველა ვართ მეგობრები, თანამებრძოლები, ასე რომ გადამწყვეტი იქნება რა ხედვა აქვს, რა გეგმა აქვს, როგორ აპირებს ვადამდელი არჩევნების იძულებას ამ რეჟიმისთვის. მიშა სააკაშვილის საკითხზე რა გეგმები აქვს, როგორ გამოვიხსნათ საპყრობილიდან.”
კითხვას, რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი ამ საკითხზე, პეტრე ცისკარიშვილი ასე პასუხობს:
“მან გააკეთა განცხადება და ბოლო თეების მანძილზე არათუ პარტიიდან, ქართული პოლიტიკიდანაა დისტანცირებული და აქედან გამომდინარე, არც ვაკადრებთ მას ვკითხოთ, აბა, მიხეილ თქვენ რას ფიქრობთ, თუ რამე იქნება საჭირო თვითონ გააკეთებს განცხადებას.”
კომენტარები