პროფესორი დოდონა კიზირია:
„მე არავითარი მორალური უფლება არა მაქვს ვინმეს რამე ვურჩიო ან რაღაцისკენ მოვუწოდო, რადგან არა ვარ საქართველოში და პირადად არ ვღებულობ მონაწილეობას იმაში, რა ეხლა იქ ხდება. ჩათვალეთ, რომ უბრალოდ ჩემ მოსაზრებას გიზიარებთ.
მე მახსოვს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოსული ხალხი, ასჯერ თუ არა, ათჯერ მაინ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში გამართული რომელიმე აქცია ყოფილიყო. რასაკვრიველია, მინსკი თბილისზე დიდი ქალაქია და ბელორუსიის მოსახლეობა მრავალჯერ აღემატება საქართველოსას. მაგრამ მე სხვა რამეს მინდა ხაზი გავუსვა. კერძოდ იმას, რომ ამ ზღვა ხალხმაც კი ვერაფერი შეცვალა და ლუკაშნკო, რომელიც 26 წელია უცვლელად დგას სახელმწიფოს სათავეში, არსად წასულა.
მე ვფიქრობ, არც ვინმეს შიმშილობა არაფრის მომტანი არ არის. ღარიბაშვილ-კობახიძე-კუჭავა-თალაკვაძე-მდინარაძეები ამაზე, ალბათ ღლიცინებენ და მოუთმენლად ელიან, რომ სააკაშვილს სული ამოხდეს. დანარჩენებს კი სხვა რა გზა ექნებათ, გარდა იმისა რომ დაასრულონ შიმშილობა.
თუ რაიმე შედეგი გვინდა, აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი, მაგრამ უნდა სერიოზული დისკოფორტი შეუქმნას ხელისფლებას, მაგალითად, ქუჩების, განსაკუთრებით მთავარი მაგისტრალების, ან თუნდაც მხოლოდ რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვა ასი, ორასი, სამასი კარავით, სახელმწიფო ინსტიტუტების დახურვა, მთავრობის ფუნქციონირების პარალიზება. ამისთვის, რასაკვირველია, საჭიროა, რომ სახელმწიფო სამსახურებში მყოფმა ადამიანებმაც მიიღონ მონაწილეობა და არ გამოცხადნენ სამსახურში, მაგრამ ხელფასი მათთვის სწორედ ის ხუთი კილო ხახვი და კარტოფილია, რის გულისთვისაც ამ ხელისუფლებას ემონებიან.
მგონი დღეს ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ ხვალ აპირებენ ორივე სანაპირო გადაკეტონ. კარგია, მაგრამ გვიანდება, ძალიან გვიანდება. ყოველი საათი საბედისწეროა.
მაპატიეთ, თუ ეს პოსტი ვინმეს გაგაღიზიანებთ. ყველას ბოდიშის გიხდით და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ისევ შემოგიერთდებით.“
კომენტარები