„უკაცრავად, ეს ჩემი სტილია. არც ვულგარული ვარ, არც მეძუძური, არც ლოთი და არც ვსაჭიროებ სექსუალური კუთხით ყურადღებას“, – ასე უპასუხა ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა „ლეიბორისტული პარტიიდან“ ტრეისი ბრაბინმა მათ, ვინც ჩაცმულობის გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
ცნობილ ბრიტანელ პოლიტიკოსს სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მას შემდეგ დაატყდა თავს, რაც ის პარლამენტში ცალ მხარეს მოშიშვლებული ბლუზით წარსდგა. პოლიტიკოსმა მის ჩაცმულობასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ტვიტერზე უპასუხა.
კომენტარები