“ენმ”–ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელმაც ვადამდელი არჩევნების კრიტიკაზე, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ეკითხება:
ნანუკა ჟორჟოლიანი:
–ნიკა, შენი აზრით, ოპოზიცია ახლა ისეთ ფორმაშია ვადამდელზე რამე შანსები ააქვს?
ნიკა მელია:
–ნანუკა, თუ ოპოზიციას არ აქვს შანსები, რას ვაპროტესტებთ?
ანუ ზოგადად რატომ ვაპროტესტებთ ნებისმიერ სხვა საკითხს, თუ უშანსოდ ვართ?
ანუ გამოდის ვიხარშებით ოპოზიციის კრიტიკაში – ველოდებით შესაბამის ფორმას და ამასობაში ვაბარებთ ქვეყანას რუსეთს?!
ოპოზიციის შანსებზე რომ ვსაუბრობთ- ანუ დაშვება გვაქვს, რომ დღეს ოცნებას მეტი მხარდამჭერი ჰყავს ვიდრე 2020 ში ჰყავდა?
ანუ ვთვლით რომ ოპოზიციის ცუდი ფორმით შეწუხებული ამომრჩეველი მეტია, ვიდრე ოცნების რუსული პოლიტიკით?
მე ვთვლი რომ 2024 მდე ლოდინი მძიმე შეცდომაა, ვინც (ოპო.პარტია) თვლის რომ ლოდინი გააძლიერებს ოპოზიციას, შეუძლია დაუცადოს არჩევნებს- არჩევანის გარეშე
ნანუკა ჟორჟოლიანი:
–ნიკა, პროტესტი რომ არ ისმოდა ამდენი ხანი ოპოზიციის მხრიდან და ბევრმა, თბილი სავარძელი არჩია აქტიურ პროტესტს, დაიკარგა ფორმა, შინაარსი და ავტორიტეტი.
რაც შეეხება ოცნებას. გააყალბებს როგორც ყოველთვის თორემ მე არც იმის მჯერა რომ ბოლო არჩევნები მოიგეს.
რა მოხდა? ოპოზიციამ არჩევნები გაუპრავა ქართულ ოცნებას.
მე არ ვიცი თქვენ ხალხს სად ნახულობთ, მაგრამ კითხეთ ხალხს, უნდათ არჩევნები? არჩევნები არავის უნდა იმიტომ რომ (გვარებს არ ჩამოვთვლი) ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ისევ პარლამენტში მოხვდნენ
ხალხს უნდა ბრძოლა და ამას მე მაპატიე ნიკა, არცერთი ოპოზიციონერი არ ასხივებთ.
და ისევ პარლამენტის სავარძლისთვის ბრძოლაში, ეჭვი მეპარება ვინმე წამოგვყვეთ.
კომენტარები